ჯორჯ ბერნარდ შოუ – “ეპიზოდი”
სადილზე მიწვეულ უდიდეს ირლანდიელ ნობელიანტ მწერალსა და ნოველისტს – ჯორჯ ბერნარდ შოუს (1856-191950 წლები) ერთ-ერთმა სტუმარმა ჰკითხა:
- ნუთუ თქვენ ბრძანდებით ყველაზე სახელოვანი იუმორისტი მწერალი?! მართალია თუ არა,რომ მამათქვენი პროფესიით თერძი იყო?
- დიახ,მართალია. – უასუხა შოუმ.
- თუკი ეს სიმართლეა,მაშინ თავადაც რატომ არ გახდით თერძი?
- რთული სათქმელია.ეს ალბათ,ან მოწოდების საქმე იყო,ან კიდევ კაპრიზის. – უპასუხა შოუმ და იქვე დაამატა: – თუ არ ვცდები,მამათქვენი ჯელტმენი კაცი იყო?!
- რა თქმა უნდა, – შეიფერა სტუმარმა მამის შექება.
- თუკი ასეა,თქვენ თავად რატომ არ გახდით ჯელტმენი? – ერთობ ირონიულად ჩაეკითხა უტაქტო შეკითხვების ავტორს დიდი ირლანდიელი მწერალი. (ავტორი გენია.ჯი)