პითაგორა სამოსელი – “ეპიზოდი”
მას შემდგომ,რაც გენიალურმა ძველ ბერძენმა მათემატიკოსმა,ფილოსოფოსმა და საყოველთაოდ ცნობილი “პითაგორას თეორემის” ავტორმა – პითაგორა სამოსელმა (ძვ.წ.აღ-ით 570-490 წლები) გაიგონა,თუ როგორი უხამსი სიტყვებით საუბრობდა მეგობრებში კარგ ტანისამოსში გამოწყობილი ახალგაზრდა მამაკაცი,იგი უმალვე მასთან მივიდა და ერთობ ბრძნული რჩევა მისცა: ” – ან ილაპარაკე ისე,როგორც შეშვენის შენს ტანისამოსს,ან კიდევ ჩაიცვი ისეთი ტანისამოსი,როგორიც შეშვენის უხამს ლაპარაკსო”. (ავტორი გენია.ჯი)