თეოდორ ფონტანე – “ეპიზოდი”
XIX საუკუნის გერმანულ ლიტერატურაში კრიტიკული რეალიზმის თვალსაჩინო წარმომადგენელ გერმანელ პოეტსა და მწერალს – თეოდორ ფონტანეს (1819-1898 წლები) ერთ-ერთმა დამწყებმა პოეტმა ფოსტის მეშვეობით წერილი გაუგზავნა,რომელსაც თან ახლდა ერთობ მდარე ხარისხის ლექსები. (ავტორი გენია.ჯი) საყურადღებოა ის გარემოება,რომ ფონტანესადმი გაგზავნილ არც ერთ ლექსს სასვენი ნიშნები არ ჰქონია: “პრინციპულად არ დავუსვი ჩემს ლექსებს სასვენი ნიშნები,რადგან საჭიროდ არ მივიჩნიე.თუ არ შეწუხდებით,თავად დასვით მათში სასვენი ნიშნები იქ,სადაც თქვენ ფიქრობთ რომ აუცილებელია”. – წერდა ავტორი.
თეოდორმა დამწყები პოეტის უგერგილო ლექსები კვლავაც უკანვე დაუბრუნა ფოსტის მეშვეობით ავტორს და თან წერილიც აახლა: “ძალიან გთხოვთ,მომავალში მხოლოდ სასვენი ნიშნები გამომიგზავნეთ,რადგან ლექსებს თავად შევთხზავ!” (ავტორი გენია.ჯი)