მიქელანჯელო ბუონაროტი – “ეპიზოდი”

ხელოვნების მოყვარულმა ფლორენციის მმართველმა და ტოსკანის დიდმა ჰერცოგმა – კოზიმო I მედიჩიმ XV საუკუნის შუა ნახევარში შესანიშნავი მარმარილოსაგან საკუთარი ხელით შექმნა რომაული მითოლოგიის მიხედვით წყლისა და ზღვის ღმერთის – ნეპტუნის ქანდაკება,რის შემდეგაც ბრძანა,სკულპტურა ქალაქის ცენტრალურ მოედანზე აღემართათ. (ავტორი გენია.ჯი) კოზიმო ვარაუდობდა,რომ მის ქმნილებას გენიალური იტალიელი მოქანდაკე,მხატვარი და არქიტექტორი – მიქელანჯელო ბუონაროტი (1475-1564 წლები) მაღალ შეფასებას მისცემდა და არც ქებას დაიშურებდა “ხელოვანი” მმართველისადმი:

- როგორ გრძნობებს აღგიძრავთ ჩემს მიერ შექმნილი ქანდაკება? – ჰკითხა ერთხელ მედიჩიმ მიქელანჯელოს.

- რელიგიურს, – უპასუხა ბუონაროტიმ.

- მხედველობაში რა გაქვთ? – გაიკვირვა ფლორენციის მმართველმა.

- რამდენჯერაც კი მას შევხედავ,ყოველ ჯერზე შევთხოვ უფალს,რომ გაპატიოთ და შეგინდოთ ასეთი შესანიშნავი მარმარილოს ლოდის გაფუჭება. – ხასიათი წაუხდინა ბუონაროტიმ შექების მომლოდინე მედიჩის. (ავტორი გენია.ჯი)

-

კოზიმო I მედიჩი

კომენტარის დატოვება