პიეტრო მასკანი – “ეპიზოდი”

გენიალური იტალიელი კომპოზიტორის – ჯუზეპე ვერდის ხსოვნისადმი მიძღვნილ მუსიკალურ ფესტივალზე მონაწილეობის მისაღებად მიწვეული იქნა დიდი იტალიელი კომპოზიტორი და დირიჟორი - პიეტრო მასკანი (1863-1945 წლები).მას შემდგომ,რაც მასკანიმ გაიგო,რომ აღნიშნულ ფესტივალზე მონაწილეობის მისაღებად ასევე მიწვეული გახლდათ მისი კონკურენტი მუსიკოსი – არტურო ტოსკანინი (1867-1957 წლები),ფესტივალის ორგანიზატორებს წინაპირობა წაუყენა,რომლის თანახმადაც იგი იმ შემთხვევაში მიიღებდა მონაწილეობას ჯუზეპე ვერდის ხსოვნისამდი მიძღვნილ ფესტივალზე,თუკი მას იმაზე დიდ ჰონორარს გადაუხდიდნენ,ვიდრე ტოსკანინის. (ავტორი გენია.ჯი) და იქვე დაამატა: “თუნდაც ერთი ლირით მეტი”.ორგანიზატორებმა პიეტროს თანხმობა განუცხადეს და როდესაც ფესტივალი დასრულდა,მისდა გასაოცრად მასკანის მხოლოდ და მხოლოდ ერთი ლირა ერგო ჰონორარის სახით.შეატყვეს-რა დიდ კომპოზიტორს გაოცება,ფესტივალის ორგანიზატორებმა პიეტროს აუხსნეს:

- მაესტრო,საქმე იმაშია,რომ ტოსკანინი დირიჟორობას ყოველგვარი ჰონორარის მიღების გარეშე დაგვთანხმდა. (ავტორი გენია.ჯი)

არტურო ტოსკანინი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>