სიორენ ობიუ კიერკეგორი – “ეპიზოდი”
როგორც ცნობილია,დიდი დანიელი ფილოსოფოსის,მწერლისა და პროტესტანტი თეოლოგის – სიორენ ობიუ კიერკეგორის (1813-1855 წლები) მამას – პეტერ კიორკეგორს ბავშვობაში უმძიმეს საყოფაცხოვრებო პირობებში მოუხდა აღზრდა.უკიდურესად დუხჭირმა ცხოვრებამ მიხაელი იმთავითვე მძიმე სამუშაოებში ჩართო.რამდენიმე ხნის განმავლობაში იგი მწყემსის დამხმარედ მუშაობდა,თუმცა იმდენად რთული და შრომატევადი საქმე აღმოჩნდა პატარა ბიჭისათვის მწყემსის დამხმარედ მუშაობა,რომ სასოწარკვეთილებაში გადავარდნილმა – “ღმერთიც კი დაწყევლა”. (ავტორი გენია.ჯი) საყურადღებოა ის გარემოება,რომ მიხაელს ეს ამაზრზენი ფაქტი არ დაუმალავს და ის უბედურებები (ტრაგედიები),რაც მის ოჯახს შემდგომში თავს დაატყდა,ღმერთის მიერ მის დასჯას დაუკავშირა: მიხაელს შვიდი შვილიდან ხუთი დაეღუპა.მიუხედავად იმისა,რომ კიერკეგორების ბიზნესის საქმე საკმაოდ წარმატებულად მიმდინარეობდა,მიხაელის სულიერი და ფსიქოლოგიური ატმოსფერო მაინც უმძიმესი დარჩა მთელი მისი ცხოვრების განმავლობაში.სიორენი მიიჩნევდა,რომ მისი გვარი მამის მიერ უფლის შეჩვენების შემდგომ საბოლოოდ დაიწყევლა,რამაც მას საყვარელი ქალის ცოლად შერთვაზეც კი ათქმევინა უარი.სწორედ მამის ცოდვის გამოსყიდვა გახლდათ ის უმთავრესი მიზეზი,რამაც დიდი დანიელი მოაზროვნე სასულიერო პირად (პასტორად) აქცია. (ავტორი გენია.ჯი)