ვილჰელმ კაიტელი – “ეპიზოდი”
მას შემდეგ,რაც 1945 წლის 9 მაისს ვერმარხტის მთავარსარდალმა და “არმიის ტვინად” წოდებულმა - ვილჰელმ ბოდევინ იოჰან გუსტავ კაიტელმა (1882-1946 წლები) ხელი მოაწერა “ვერმარხტის უსიტყვო კაპიტულაციას” წითელი არმიის წინაშე, 13 მაისს ტყვედ ჩაბარდა ბრიტანელებს.მალევე,მისი საქმე გადაეცა “ნიურნბერგის სამხედრო ტრიბუნალს”. (ავტორი გენია.ჯი) როგორც ცნობილია,კაიტელი ერთობ ცბიერად ცდილობდა მთელი პასუხისმგებლობა ადოლფ ჰიტლერისათვის დაეკისრებინა და თავისი უმნიშვნელოვანესი წვლილი მეორე მსოფლიო ომში ერთობ დაკნინებული ფორმებით წარმოესახა. 1945 წლის 17 ივნისს გენერალ-ფედლმარშალი – კაიტელი დაკითხული იქნა საბჭოთა ოფიცრების მიერ.აღნიშნული დაკითხვისას მან განაცხადა:
“თუკი პოლიტიკას განსჯიან შედეგების მიხედვით,მაშინ შეიძლება ითქვას,რომ ჰიტლერის სამხედრო პოლიტიკა არასწორი აღმოჩნდა.თუმცა უნდა ავღნიშნო,რომ მე არანაირ პასუხისმგებლობას არ ვიღებ გერმანიაზე თავს დატეხილ კატასტროფაში,რადგან არანაირად არ ვიღებდი არც სამხედრო და არც პოლიტიკური მნიშვნლობის გადაწყვეტილებებს.მე უბრალოდ,ვეთანხმებოდი მათ.მე ჯარისკაცი ვარ და ჩემი საქმე გახლდათ აღმესრულებინა ის,რასაც მიბრძანებდნენ”.
“ნიურნბერგის პროცესის” მიმდინარეობისას,ყველაზე მაღალჩინოსანმა გერმანელმა სამხედრო პირმა – კაიტელმა და რიბენტროპმა მთელი პასუხისმგებლობა ჰიტლერს აჰკიდეს,რამაც მესამე რაიხის შეიარაღების მინისტრის – ალბერტ შპეერის გაღიზიანება გამოიწვია.მან თავი ვერ შეიკავა და კაიტელიცა და რიბენტროპიც ერთობ ირონიული სიტყვებით შეამკო.საბოლოო ჯამში,კაიტელს არ გაუვიდა ფარისევლური ქმედებები და მან მეორე მსოფლიო ომში ფაშისტების მიერ ჩადენილი ბარბაროსობების გამო – საკუთარი სიცოცხლით აგო პასუხი.ვილჰელმ კაიტელი ჩამოხრჩობილი იქნა 1946 წლის16 ოქტომბერს,რიბენტროპის ჩამოხრჩობისთანავე. (ავტორი გენია.ჯი)