პაბლო რუის ი პიკასო – “ეპიზოდი”
ატლანტის ოკეანის სანაპიროზე მდებარე გალისიურ ქალაქ – ლა-კორუნიაში 1891 წელს საცხოვრებლად გადასვლის შემდგომ,მომავალმა გენიალურმა ესპანელმა მხატვარმა,სკულპტორმა და გრაფიკოსმა – პაბლო რუის ი პიკასომ (1881-1973 წლები) სწავლა განაგრძო ერთ-ერთ ადგილობრივ სკოლაში. (ავტორი გენია.ჯი) როგორც ირკვევა,პიკასო ერთობ ცელქი ბავშვი ყოფილა,რის გამოც მასწავლებლები მუდმივად სჯიდნენ.საინტერესოა ის გარემოება,რომ აღნიშნულ სკოლაში ურჩი და ცელქი ბავშვების დასასჯელად სკოლის დირექციამ შექმნა იზოლატორის მსგავსი სპეციალური ოთახი – “calaboose” (ოთახს გააჩნდა თეთრი კედლები და ქვისაგან დამზადებული პატარა სკამი),სადაც ძალიან ხშირად უწევდა მოთავსება თავისი ანცი ხასიათით ცნობილ პაბლოს.ყოველ ჯერზე,როცა იგი მასწავლებლებს ”calaboose”-ში გადაჰყვდათ,მუდმივად მიჰქონდა ფანქრები და დროის მოკვლისა და გართობის მიზნით,მის თეთრ კედლებზე შესანიშნავ სურათებს ხატავდა.მოგვიანებით,მხატვარი იმ პერიოდს დიდი ნოსტალგიით იხსენებდა: “მე მინდოდა,რომ იმ ოთახიდან არასოდეს გამოვსულიყავი გარეთ,რათა დაუსრულებლად მეხატა და მეხატაო”. (ავტორი გენია.ჯი)
P.S. ზემოთგანთავსებულ ფოტოზე გამოსახულნი არიან – პაბლო პიკასო და მისი და – ლოლა