პიერ ოგიუსტ რენუარი – “ეპიზოდი”

ერთხელ გენიალურ ფრანგ მხატვართან,მოქანდაკესთან და გრაფიკოსთან – პიერ ოგიუსტ რენუართან (1841-1919 წლები) ახალბედა მხატვარი მივიდა და ერთ-ერთი თავისი “საუკეთესო” ნახატის შეფასება სთხოვა. (ავტორი გენია.ჯი) რენუარს უარი არ უთქვამს და საგულდაგულოდ შეათვალიერა იგი:

- ვფიქრობ,რომ თქვენთვის უმჯობესი იქნება ლიტერატორი გახდეთ.

- რატომ,ლიტერატორი? – გაიოცა ახალბედა მხატვარმა.

- იმიტომ,რომ ჩვენს დროში ქაღალდის გაფუჭება უფრო იაფი ჯდება,ვიდრე ტილოსი. – უპასუხა დიდმა ფრანგმა მხატვარმა. (ავტორი გენია.ჯი)

P.S. ცნობისათვის,აღნიშნული პოსტი Genia.Ge-ს რიგით მეშვიდეათასე (7000) პოსტია…

კომენტარის დატოვება