კარლ ბრიულოვი – “ეპიზოდი”
გენიალურ რუს მხატვარს,მონუმენტალისტს,აკადემიზმის თვალსაჩინო წარმომადგენელსა და უკვდავი ტილოს – “პომპეის უკანასკნელი დღის” ავტორს – კარლ ბრიულოვს (1799-1852 წლები),ერთ-ერთმა მდიდარმა და გავლენიანმა სანკტ-პეტერბურგელმა თავადმა საკუთარი მეუღლის პორტრეტის დახატვა შეუკვეთა. (ავტორი გენია.ჯი) მას შემდგომ,რაც ბრიულოვი პორტრეტზე მუშაობას მორჩა,მის სახელოსნოს შემკვეთი მეუღლესთან ერთად ეწვია.ქალმა ყურადღებით დააკვირდა სურათს და ავტორს ერთობ უკმაყოფილომ მიმართა:
- რაღაც არ მომწონს ამ პორტრეტში.ჩემი აზრით ეს ცუდი საღებავის ბრალი უნდა იყოს.
- თუკი საქმე მხოლოდ საღებავშია,გამოდის რომ პორტრეტზე ასახული ქალი თქვენ ძალიან გგავთ,რადგან ის საღებავი,რომელიც მისი დახატვისას გამოვიყენე,იმავე მაღაზიაში შევიძინე,სადაც თქვენ ყიდულობთ თვალის საღებავებს. – მშვიდად მიუგო ბრიულოვმა მას. (ავტორი გენია.ჯი)