ჟუზე I რეფორმატორი – “ეპიზოდი”
როგორც მრავალი პორტუგალიური ისტორიული წყარო მოწმობს,პორტუგალიის სამეფოს რიგით 25-ე მეფე ბრაგანსის დინასტიიდან - ჟუზე I რეფორმატორი (1714-1777 წლები),გონიერი და ერუდიტი ადამიანების დიდი თქყვანსმცემელი იყო და მათთან ხშირადაც შედიოდა პოლემიკაში. (ავტორი გტენია.ჯი) ერთ დღეს,თავისი გონებამახვილობით სახელგანთქმულ პორტუგალიელ დიდებულს – მარკიზ პონტელეინსა და ჟუზეს შორის პოლემიკა იქნა გამართული მეფის ძალაუფლების შესახებ.მარკიზი ირწმუნებოდა,რომ მეფის ძალაუფლებას აუცილებლად უნდა ჰქონოდა საზღვრები.წინააღმდეგ შემთხვევაში მეფე სასტიკ დესპოტად იქცეოდა და თავის ქვეშევრდომებში საბოლოოდ დაკარგავდა ავტორიტეტს.პორტუგალიელი მონარქი კი საპირისპირო აზრზე იყო და ამბობდა,რომ მეფის ძალაუფლება განუსაზღვრელი უნდა ყოფილიყო.ჟუზესა და მარკიზს შორის წარმოშობილმა პოლემიკამ იმდენად გააღიზიანა მეფე,რომ განრისხებულმა პონტელეინს შეუყვირა:
- თუკი საჭიროდ მივიჩნევ,შემიძლია,როგორც ჩემს ქვეშევრდომს,ზღვაში გადახტომა გიბრძანოთ და თქვენ ვალდებული ხართ ჩემს ბრძანებას უყოყმანოდ დაემორჩილოთ.
მარკიზმა გაავებულ მეფეზე პასუხის გაცემისაგან თავი შეიკავა,სავარძლიდან წამოდგა და ის იყო ოთახიდან უნდა გასულიყო,რომ გაოცებული ჟუზეს ხმა შემოესმა:
- რას ნიშნავს ყოველივე ეს? სად მიდიხართ?
- თქვენო უდიდებულესობავ,მივდივარ,რათა ყოველი შემთხვევისათვის – ცურვა ვისწავლო! – უპასუხა პონტელეინმა მონარქს და ოთახი დატოვა. (ავტორი გენია.ჯი)