“სამხრეთის ზღვების კომპანიის” ფინანსური პირამიდა

“სამხრეთის ზღვების კომპანია” – წარმოადგენდა ინგლისელი პოლიტიკური მოღვაწის – რობერტ ჰარლის (1661-1724 წლები) მიერ დაარსებულ სკანდალურად ცნობილ სავაჭრო კომპანიას (ფინანსურ პირამიდას).აღნიშნული კომპანიის აქციონერებს სავაჭრო კომპანიამ ეგრეთ წოდებული “ასიენტო” აღუთქვა (მონოპოლური უფლება ესპანურ კოლონიებში აფრიკელი მონების ჩაყვანისა).გარდა ამისა,კომპანიამ პირობა დადო იმისა,რომ სრულიად დაფარავდა იმ სახელმწიფო ვალს,რომელიც ერთობ იქნა გაზრდილი მალბოროს ჰერცოგის ხელმძღვანელობით წარმოებულ ომში. (ავტორი გენია.ჯი) კომპნიამ გათვლები გააკეთა ესპანური მემკვიდრეობის ხელში ჩასაგდებად წარმოებულ ომში ინგლისელთა წარმატებით დასრულების საფუძველზე. 1720 წლისათვის “სამხრეთის ზღვების კომპანიის” აქციების ფასმა რეკორდული ზრდა დაიწყეს: იანვარში თითოეული აქციის ფასი – 128 გირვანქა-სტერლინგი გახდა; თებერვალში – 175 გირვანქა-სტერლინგი; მარტში – 330 გირვანქა-სტერლინგი,ხოლო მაისში კი მისმა ფასმა – 550 გირვანქა-სტერლინგს მიაღწია.შესაბამისად,ინგლისი აქციონერთა ბუმმა მოიცვა. 1720 წელს გამოიცა სამეფო აქტი,რომლის თანახმადაც კომპანიის აქციონერებს კატეგორიულად აეკრძალათ აქციების საჯარო გაყიდვა სამეფო თანხმობის გარეშე.”მისისიპის კომპანიის” კრახმა და სხვა რიგმა გარემოებებმა აქციების ფასი იმ პერიოდისათვის უზარმაზარ ფულად ნიშნულზე ასწია (890 გირვანქა-სტერლინგი).”სამხრეთის ზღვების კომპანიის” აქციონერები გახდნენ არა მხოლოდ ინგლისელი ლორდები,არამედ გლეხებიც კი.იმავე წლის აგვისტოში ერთი აქციის ფასმა 1000-ს გირვანქა-სტერლინგს მიაღწია.საინტერესოა ის გარემოება,რომ აღნიშნული კომპანიის ერთ-ერთი აქციონერი გახლდათ გენიალური ინგლისელი ასტრონომი,ფიზიკოსი და მათემატიკოსი – სერ ისააკ ნიუტონი,რომელმაც თავისი აქციების გაყიდვით 7 000 გირვანქა-სტერლინგი მოგება ნახა.თუმცა მალევე ახალი აქციების პაკეტიც შეისყიდა.

აქციონერთა საუბედუროდ,მალევე თითოეული აქციის ფასი 150 გირვანქა-სტერლინგამდე დაეცა,რამაც ათასობით აქციონერის განრისხება გამოიწვია. 24 სექტემბერს კი კომპანიამ თავი ბანკროტად გამოაცხადა და უამრავი ადამიანი სრული ფინანსური კრახის წინაშე დააყენა.ისააკ ნიუტონმა კომპანიის გაკოტრების შედეგად 20 000 გირვანქა-სტერლინგი დაკარგა,რის შემდეგაც მან ასეთი სახის განცხადება გააკეთა: “მე შემიძლია გამოვთვალო ციური სხეულების მოძრაობა,თუმცა არა ბრბოს შეშლილობის ხარისხიო”.ნიუტონის გარდა,საკმაოდ დიდი ფინანსური წაგება ნახა დიდმა ირლანდიელმა მწერალმა – ჯონათან სვიფტმაც. (ავტორი გენია.ჯი)

1721 წელს დაწყებული იქნა საპარლამენტო გამოძიება,რომლის ფარგლებშიც თაღლითობაში წაეყენათ ბრალი “სამხრეთის ზღვების კომპანიის” ხელმძღვანელობას.მრავალმა მათგანმა ქვეყნიდან გაქცევით უშველა თავს.მათ შორის ხაზინადარმაც.ძიების პროცესში დადგენილი იქნა,რომ პარლამენტართა გარკვეულ ნაწილს კომპანიისაგან ქრთამები ჰქონდათ აღებული.სამართალდამცავებმა რამდენიმე ხელმძღვანელი პირის დაკავება მაინც მოახერხეს და ისინი ხანგრძლივი ვადით გამოკეტეს ციხეში.ნიშანდობლივია ის ფაქტიც,რომ რიგმა პარლამენტარებისა თაღლითების სამაგალითოდ დასჯა მოითხოვა.ისინი ითხოვდნენ,რომ კომპანიის ხელმძღვანელი პირები ტომრებში გველებთან,ძაღლებთან და მამლებთან ერთად მოეთავსებინათ და მდინატე ტემზაში გადაეყარათ.

აღნიშნული ისტორია,მოგვიანებით,ასახული იქნა სხვადასხვა ლიტერატურულ ნაწარმოებებში.მათ შორის,როს კინგის რომანში – “დომინო” და დევიდ ლისის რომანში – “ქაღალდების შეთქმულება”. (ავტორი გენია.ჯი)

რობერტ ჰარლი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>