მარი სკლოდოვსკა-კიური – “ეპიზოდი”
1934 წლის 4 ივლისს 66 წლის ასაკში აპლასტიური ანემიის შედეგად სანსელმოზის მახლობლად გარდაიცვალა პოლონური წარმომავლობის მქონე გენიალური ფრანგი მეცნიერ-ექსპერიმენტატორი,პედაგოგი და ისტორიაში პირველი ორმაგი “ნობელის პრემიის” ლაურეატი (ფიზიკასა და ქიმიაში) ქალი - მარი სკლოდოვსკა-კიური (1867-1934 წლები).როგორც ცნობილია,მარის აპლასტიური ანემიის უიშვიათესი დაავადება დაკავშირებული გახლდათ კიურის მიერ რადიოქატიურ ნივთიერებებზე წარმოებულ ცდებთან,რომლებმაც თავის მხრივ,სათავე დაუდეს პოლონიუმისა და რადიუმის აღმოჩენას. (ავტორი გენია.ჯი) გარდა ამისა,მისმა ცდებმა 1896 წელს უდიდესი სამსახური გაუწია დიდ ფრანგ ფიზიკოსს – ანტუან ანრი ბეკერელს – ურანის ქიმიური ელემენტის კვლევასა და ეგრეთ წოდებული – “ბეკერელის სხივების” აღმოჩენაში.მას შემდგომ,რაც მარი სკლოდოვსკა-კიური აღესრულა,სპეციალისტების მიერ მისი ტანისამოსი,ავეჯი,წიგნები,დღიურები და ლაბორატორიული ჩანაწერები,როგორც რადიოქატიური ნივთიერებებით დაბინძურებულნი,დალუქული და დაცული იქნა სპეციალურ ტყვიის ყუთებში,რის შემდეგაც გადატანილი იქნა პარიზში მდებარე ეროვნულ ბიბლიოთეკაში. (ავტორი გენია.ჯი) საყურადღებოა ის გარემოება,რომ დიდი მეცნიერის რადიოქატიური ნივთიერებებით დაბინძურებული პირადი ნივთები,დღემდე მიიჩნევა – საფრანგეთის ეროვნულ მემკვიდრეობად.საფრანგეთის ეროვნული ბიბლიოთეკის ის სტუმრები,რომელთაც სურვილი აქვთ გაეცნონ კიურის ლაბორატრიულ ჩანაწერებსა და დღიურებს,ვალდებული არიან შეავსონ სპეციალური ფორმულარი (სააღრიცხვო ბარათი),რომელშიც მითითებულია ის საფრთხეები,რომელიც შესაძლოა მათგან მომდიონარეობდეს.ამიტომ,ბიბლიოთეკის სტუმრებს,იმისათვის,რომ არ დაინფიცირდნენ – “რადიუმ 226-ით”,დამცავი საშუალებების გამოყენებით გააჩნიათ კიურის ჩანაწერებთან შეხების უფლება.წამყვანი ფიზიკოსებისა და ქიმიკოსების ცნობით,გენიალური მეცნიერის პირადი ნივთები შემდგომი 1600 წლის მანძილზეც დაბინძურებული იქნება რადიოქტიური ნივთიერებებით.ეს კი იმის მაუწყებელია,რომ ზემოაღნიშნული უსაფრთხოების ზომები,კვლავაც დაცული იქნება თითქმის ორი ათასეული წლის განმავლობაში.თვითმხილველთა გადმოცემის თანახმად,მარი სლოდოვსკა-კიურის რადიოაქტიური ნივთიერებებით დაბინძურებული ცხედარი,მოთავსებული იქნა ტყვიის 2,5 სანტიმეტრის სისქის მქონე კუბოში,რის გამოც მისი სიმძიმე ერთობ მაღალი იყო.პოლონური წარმომავლობის მქონე სახელოვანი ფრანგი მეცნიერი ქალი დაკრძალული იქნა მისი მეუღლის გვერდით ფრანგულ დეპარტამენტ – სავოიაში.თუმცა, 1995 წლის 20 აპრილს,მარისა და მისი მეუღლის – პიერის ნეშტები საფრანგეთის პრეზიდენტის – ფრანსუა მიტერანის პირადი გადაწყვეტილებით გადასვენებული და დაკრძალული იქნა – პარიზის პანთეონში. (ავტორი გენია.ჯი)