უჩვეულო საფლავები

ცნობილი ამერიკელი მწერალი ქალი – ლორელ ჰამილტონი წერდა: “გარდაცვლილთათვის მნიშვნელობა აღარ აქვს არც ლამაზ ყვავილებს და არც მარმარილოს ქანდაკებებსო”.თუკი იმ საოცარ საფლავებს გავითვალისწინებთ,რომლებიც ჯორჯიის შტატის ქალაქ სავანაში განთავსებული “ჰილტონ-ჰედის აეროპორტის” ასაფრენ ბილიკზეა განფენილი,ჰამილტონის ზემოაღნიშნულ სიტყვებში დასარწმუნებლად,გონების დიდი დაძაბვა საჭირო აღარ იქნება. (ავტორი გენია.ჯი) საოცარია,თუმცა ფაქტია,რომ ”ჰილტონ-ჰედის აეროპორტის” N 10 ასაფრენ ბილიკზე,სადაც უამრავი თვითმფრინავი გადაადგილდება ყოველდღიურად,ორი ადამიანის საფლავი მდებარეობს.როგორც ირკვევა,სანამ აეროპორტი აიგებოდა,ასაფრენი ბილიკის ადგილას დოტსონების ოჯახური წყვილის სახლი იდგა.მას შემდგომ,რაც ისინი გარდაიცვალნენ,დაკრძალული იქნენ მათივე სახლის სიახლოვეს.მიუხედავად უამრავი შეთავაზებისა,დოტსონების შთამომავლებმა მათი წინაპრების საფლავების გადატანაზე მაინც უარი განაცხადეს.აშშ-ი მოქმედი კანონმდებლობის თანახმად,ნათესავების თანხმობის გარეშე საფლავების გადატანა კატეგორიულად იკრძალება.შესაბამისად,აეროპორტის ადმინისტრაცია იძულებული გახდა,რომ დოტსონების წყვილის საფლავები ხელუხლებლად შეენარჩუნებინათ თვითმფრინავების ასაფრენ ბილიკზე.რამდენად ახერხებენ ამ მეტად უჩვეულო გარემოში განთავსებულ საფლავებზე დოტსონების შთამომავლები მათი წინაპრების ხსოვნიადმი პატივის მიგებას,ჩვენთვის უცნობია. (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>