აიუმასი
აღმოსავლეთ აზიაში მდებარე სამხრეთ კორეის რესპუბლიკაში - აიუმასს უწოდებენ ხანდაზმულ კორეელ ქალბატონს.კორეელი ხალხის კულტურაში იმთავითვე ერთობ სპეციციპიკური და მნიშვნელოვანი ადგილი ეჭირა ახალგაზრდა თაობის მოკრძალებულ და პატივისცემით განმსჭვალულ დამოკიდებულებას უფროსი ასაკის მქონე ადამიანებისადმი. (ავტორი გენია.ჯი) განსაკუთრეებით კი ქალბატონებისადმი,ანუ აიუმასებისადმი.ამიტომ,აიუმასები განუსაზღვრელად მაღალი სტატუსის მატარებლები არიან კორეულ საზოგადოებაში (მოკრძალებით უთმობენ გზას,საზოგადოებრივ ტრანპორტში უთმობენ ადგილს და ასე შემდეგ).ისინი იმდენად მაღალი სტატუსის მატარებლებიც კი არიან,რომ უფლება აქვთ ნებისმიერ საკითხში ჩაერიონ,თუნდაც ის მათთვის სრულიად უცხო თემატიკას ეხებოდეს.როგორც ცნობილია,აღნიშნული უფლებით აიუმასები ძალიან აქტიურად სარგებლობენ.ისინი თავის მოვალეობად მიიჩნევენ,რომ დატუქსონ სრულიად უცნობი ახალგაზრდები,თუკი ისინი ან უხამს სიტყვებს იხმარენ,ან კიდევ არასათანადოდ მოიქცევიან საზოგადოებაში.საყურადღებოა ის გარემოებაც,რომ,იმ შემთხვევაში თუ კორეელი ახალგაზრდა არ გაითვალისწინებს მის შენიშვნას,აიუმასს სრული უფლება აქვს,არა მხოლოდ სიტყვიერი შენიშვნა მისცეს მას,არამედ სახეში შეაფურთხოს კიდეც (ბოდიშს ვუხდი მკითხველს არაკორექტული სიტყვის გამოყენებისათვის).ამ დროს კი შეურაცხყოფილი ახალგაზრდა ვალდებულია მაქსიმალურად მოთოკოს თავი და აიუმასს საპასუხო შეურაცხყოფა არ მიაყენოს. (ავტორი გენია.ჯი)