კიგელია (ძეხვის ხე)

კიგელია (იგივე – ძეხვის ხე) – წარმოადგენს ბიგნონიასებრთა ოჯახის მონოტიპური გვარის გასაოცარ და სწრაფად მზარდ მცენარეს,რომლის მხოლოდ და მხოლოდ ერთადერთი სახეობა – აფრიკული კიგელიაა შემორჩენილი ბუნებაში.მათი გავრცელების უმთავრესი არეალებია აფრიკის კონტინენტის ტროპიკული რეგიონები და კუნძული მადაგასკარი.ძეხვის ხე გვალვებისას გამოირჩევა მასიური და მკვრივი გვირგვინით.შეიცავენ დიდი ზომის მქონე წითელ ყვავილებსა და იფანის ფორმის მცენარეების მაგვარ მუქ ყვითელ ფოთლებს. (ავტორი გენია.ჯი) მშრალი სეზონებისას,კიგელიას ფოთლები ცვივა.აღნიშნული გვარის მცენარეებს გააჩნიათ ერთობ ორიგინალური მოყვანილობის საკმაოდ მყარი გარსის ნაყოფი,რომლის სიგრძეც 60 სანტიმეტრს უტოლდება.ნაყოფის წონა 8 კილოგრამამდეა,ხოლო სისქე 8 – 10 სანტიმეტრი.ამიტომ,ნაყოფის დამწიფების პერიოდში ძეხვის ხის ქვეშ დადგომა ადამიანისათვის რეკომენდირებული არ არის.გარდა ამისა,რეკომენდირებული არ გახლავთ კიგელიას ნაყოფით კვებაც,რადგან შხამიანია.თუმცა მისი მირთმევა მოხალული და შემწვარი სახით მაინც შესაძლებელია.კიგელიას ნაყოფით ძირითადად იკვებებიან ჰიპოპოტამები,ჟირაფები და მაიმუნები.ფოთლებს კი მიირთმევენ სპილოები და თუთიყუშები.

ევროპელებმა კიგელია პირველად XIX საუკუნეში იხილეს და ძალიან გაოცებული დარჩნენ მისთვის დამახასიათებელი უჩვეულო ნაყოფით.სწორედ ნაყოფის ფორმის გამო უწოდეს ევროპელებმა პირველად კიგელიას – ძეხვის ხე.ადგილობრივი მოსახლეობა,ძეხვის ხეს – “მოროპოტოს” უწოდებს,რაც თარგმანით – “ცხვრის სქელ დუმას” აღნიშნავს.თუ რატომ მოიხსენიებენ ადგილობრივები აღნიშნული სახელით კიგელიას,დღემდე უცნობია.ძეხვის ხის ტანისაგან სხვადასხვა აფრიკული ტომის ხალხები კანოეებს ამზადებენ,ხოლო მერქნისაგან კი საუკეთესო ხარისხის მუსიკალური ინსტრუმენტი – ქსილოფონი მზადდება.საყურადღებოა ისიც,რომ რიგი აფრიკული ტომებისა,მოროპოტის ხეს წმინდა მცენარედ აღიარებენ და მას ნაყოფიერებასთან აასოცირებენ. (ავტორი გენია.ჯი) კიგელიას ნაყოფი გამოიყენება მედიცინაშიც.კერძოდ,მისგან ამზადებენ რევმატიზმების,შხამიანი გველის ნაკბენის საწინააღმდეგო და სიფილისის განსაკურნებელ წამლებს.ცნობილია ისიც,რომ ძეხვის ხეს აფრიკელი ხალხები ბოროტი სულების განსანდევლადაც მოიხმარენ. (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>