მაია ჩიბურდანიძე – “ეპიზოდი”

ერთ-ერთი პრესკონფენეციის მიმდინარეობისას,დიდ ლატვიელ მოჭადრაკესა და მსოფლიოს რიგით მერვე ჩემპიონს ჭადრაკში – მიხეილ ტალს,ჟურნალისტმა,ჭადრაკში ქალთა შორის ექვს გზის მსოფლიო ჩემპიონისა და გენიალური ქართველი მოჭადრაკის – მაია ჩიბურდანიძის შესახებ ჰკითხა:

- თქვენ,როგორ შეაფასებდით მაია ჩიბურდანიძის შანსებს გახდეს იგი მსოფლიო ჩემპიონი ჭადრაკში მამაკაცთა შორის?

- მაიას შანსები იმაზე გაცილებით მაღალია,ვიდრე ჩემი – გავხდე მსოფლიო ჩემპიონი ჭადრაკში ქალთა შორის. – სრული სერიოზულობით უპასუხა მიხეილმა ჟურნალისტს. (ავტორი გენია.ჯი)

მიხეილ ტალი

კომენტარის დატოვება