ლეონარდო და ვინჩი – “ეპიზოდი”
ერთ დღეს აღორძინების ხანის გენიალური იტალიელი არქიტექტორი,მოქანდაკე და გამომგონებელი – ლეონარდო და ვინჩი (1452-1519 წლები) ფლორენციაში არსებულ ბანკს ეწვია,რათა ის დანაზოგი თანხა გამოეტანა,რომელსაც ყოველთვიურად იღებდა ფლორენციელი სახელმწიფო მოღვაწისა და ფლორენციის რესპუბლიკის სამართლიანობის გონფალონიერის (იგივე – პოლიციის უფროსი) – პიერო სოდერინისაგან (1452-1522 წლები).მოლარემ გადაწყვიტა,რომ ბანკში მისული და ვინჩისათვის სოდერინის მიერ დარიცხული თანხა ყველაზე დაბალი ნომინალის მქონე ხურდა ფულით გადაეცა.ამისათვის კი მას რამდენიმე ქისის გამოყენება დასჭირდა, და როდესაც ქისები ლეონარდოს გაუწოდა,თავისი ამაყი ბუნებით ცნობილმა და ვინჩიმ ესოდენ დაბალი ნომინალის მქონე ხურდა ფულის აღებაზე მოლარეს უარი შემდეგი სიტყვებით განუცხადა: “მე არ მივეკუთვნები იმ ხელოვანთა რიგს,რომლებიც გროშებზე მუშაობენ”. (ავტორი გენია.ჯი)
პიერო სოდერინი