ბობი ფიშერი – “ეპიზოდი”
ებრაული წარმომავლობის მქონე უდიდესი ამერიკელი მოჭადრაკე და XX საუკუნის ყველაზე ძლიერ მოჭადრაკედ აღიარებული - რობერტ ჯეიმზ “ბობი” ფიშერი (1943-2008 წლები) პატიმრებთან ერთდორული საჭადრაკო სეანსების ჩასატარებლად ქალაქ დენვერში განთავსებულ სასჯელთაღსრულების დაწესებულებას ეწვია. (ავტორი გენია.ჯი) თამაშის პროცესში,მორიგ საჭადრაკო დაფასთან მისულმა რობერტმა,რომელსაც შემდეგი სვლა უნდა გაეკეთებინა,აღმოაჩინა,რომ მის მოწინააღმდეგე პატიმარს დაფიდან ფიშერის ეტლის ფიგურა ჰქონდა მოპარული.
- თუკი დაფაზე არ დააბრუნებთ თქვენს მიერ ჩემზე მოპარულ ეტლის ფიგურას,ციხის ადმინისტრაციას მივმართავ და ასეთი მაქინაციის ჩადენისათვის კიდევ უფრო გაგიზრდიან სასჯელს! – მკაცრად მიმართა რობერტმა მეტოქეს.
- ტყუილად მაშინებთ,მისტერ რობერტ.მე ვერანაირ სასჯელს ვერ დამიმატებენ,რადგან ისედაც სამუდამო პატიმრობა მაქვს მისჯილი. – გულგრილად მიუგო ფიშერს პატიმარმა. (ავტორი გენია.ჯი)