გაბრიელ გარსია მარკესი – “ეპიზოდი”
როგორც ცნობილია,დიდი კოლუმბიელი ნობელიანტი მწერალი,პროზაიკოსი და ჟურნალისტი – გაბრიელ გარსია მარკესი (1927-2014 წლები) სუსტი სქესის წარმომადგენლების მიმართ არასოდეს გამოირჩეოდა გულგრილი დამოკიდებულებით. (ავტორი გენია.ჯი) მარკესს თავისი ხანგრძლივი ცხოვრების განმავლობაში არაერთი საყვარელი ქალი ჰყავდა.თუმცა,როგორც თავად მემუარებში აღნიშნავდა,ერთ-ერთ მათგანთან რომანი,მის მეხსიერებას ყველაზე მეტად და მტკივნეულად შემორჩა.
აღნიშნული მემუარების მიხედვით ირკვევა,რომ მარკესის მშვენიერი გარეგნობით გამორჩეული საყვარელი ქალის მეუღლეს,ერთობ ცუდი რეპუტაცია გააჩნდა: დადიოდა ხმები,რომ მისთვის ადამიანის მოკვლა მხოლოდ სროლაში გავარჯიშების ტოლფასი იყო.ამიტომ გაბრიელი ყოველთვის მაქსიმალურად ცდილობდა,რომ საყვარლის მეუღლისაგან თავის შორს დაეჭირა.მიუხედავად ამისა,ერთ დღეს საწოლში მონებივრე წყვილს,მოულოდნელად,თავზე საყვარელი ქალის ქმარი წამოადგა.”მოღალატე მხოლოდ ტყვიით ისჯება”, – ხატოვნად წარმოთქვა უკიდურესად შეურაცხყოფილმა და იარაღი შემართა.მარკესი შიშმა შეიპყრო… რამდენიმეწამიანი ინტერვალის შემდგომ,საყვარლის ქმარმა მას მაგიდასთან უხმო და რომის დალევა შესთავაზა.როდესაც ერთი ბოთლი რომი დალიეს,მან გაბრიელს “რუსული რულეტის” გათამაშება (თამაში სიცოცხლეზე) შესთავაზა.რევოლვერიდან გარდა ერთი ტყვიისა,ყველა ტყვია ამოიღო,ჩახმახი შემართა,საფეთქელთან მიიტანა და გამოჰკრა. (ავტორი გენია.ჯი) საბედნიეროდ,ტყვია არ გავარდა,რის შემდგომაც იგი მარკესს გაუწოდა.დიდი კოლუმბიელი მწერალი ხაზს უსვამდა იმ გარემოებას,რომ როდესაც მან ცხოვრებაში პირველად აიღო ხელში იარაღი,გასაოცარმა მღელვარებამ შეიპყრო და ვერაფრით გაბედა საკუთარი თავისთვის ტყვია ესროლა.ცივი ოფლით დანამულმა გაბრიელმა რევოლვერი კვლავაც საყვარლის მეუღლეს დაუბრუნა უკან.მან კი ის ერთდერთი ტყვიაც ამოიღო იარაღიდან,რომელიც მასში იდო და მთელი ძალით იატაკზე დაახეთქა.”ვაზნა არ იყო დატენილი”, – წარმოთქვა მან და ოთახი დატოვა.აღნიშნული ფაქტის შესახებ მარკესი მემუარებში დანანებით წერდა: “შვებისა და სიცოცხლის შენარჩუნებით გამოწვეული სიხარულის ნაცვლად,თავი უკიდურესად დამცირებულად ვიგრძენი.ასეთი დამცირებული მე ჩემს ცხოვრებაში არასოდეს ვყოფილვარ.პირველად და უკანასკნელად,სწორედ მაშინ შემრცხვა საკუთარი არსების”. (ავტორი გენია.ჯი)