ნიკოლოზ სმირნოვ-სოკოლსკი – “ეპიზოდი”

ერთხელ ცნობილმა საბჭოთა კონფერანსიემ (მსახიობი,რომელიც საესტრადო წარმოდგენაზე,კონცერტზე აცხადებს ნომრებს,ხოლო სხვადასხვა ნომერს შორის ართობს მაყურებელს სახუმრო მოთხრობებითა და მახვილსიტყვაობით),მწერალმა და ბიბლიოგრაფმა – ნიკოლოზ სმირნოვ-სოკოლსკიმ (1898-1962 წლები) კატეგორიული უარი განაცხადა სამთავრობო კონცერტში მონაწილეობაზე,რაც იმ პერიოდისათვის მართლაც რომ გმირობის ტოლფასი საქციელი გახლდათ. (ავტორი გენია.ჯი) მალევე,ნიკოლოზის ბინაში ტელეფონის ხმა გაისმა.ხაზზე სსრკ-ს კულტურის მინისტრი – ეკატერინა ფურცევა იყო,რომელმაც კონფერანსიე მკაცრად გააფრთხილა,რომ მის მიერ ჩადენილი ქმედების გამო შესაძლო იყო ნიკოლოზისათვის “სახალხო არტისტის” წოდება ჩამოერთმიათ.

- სახელი და გვარი შემინარჩუნდება? – იკითხა სმირნოვ-სოკოლსკიმ.

- რა თქმა უნდა. – უპასუხა ფურცევამ.

- ჰოდა,ჩემთვის სწორედ ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. – მიუგო ნიკოლოზმა მინისტრს და მასთან საუბარი შეწყვიტა. (ავტორი გენია.ჯი)

ეკატერინა ფურცევა

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>