მაჰათმა განდი – “ეპიზოდი”
მატარებელში ამავალ ინდოეთის სულიერ და პოლიტიკურ ლიდერს – მოჰანდას კარამჩანდ განდის (1869-1948 წლები) სიჩქარეში ფეხიდან ცალი (მარჯვენა) სანდალი გაძვრა.სწორედ ამ დროს დაიძრა მატარებელი,რის გამოც,მან ვეღარ მოასწრო სანდლის აღება. (ავტორი გენია.ჯი) მოულოდნელად,მან ფეხიდან მეორე სანდალიც გაიძრო და მატარებლის ღია კარებიდან გადააგდო.ამ უცნაურ ფაქტს შეესწრო ერთ-ერთი ინგლისელი ოფიცერი,რომელმაც განდის ჰკითხა:
- რატომ გააკეთეთ ეს?
- ცალ სანდალს ვერც მე გამოვიყენებდი ვერაფერში და ვერც ის,ვინც ჩემს მიერ დაკარგულ მეორე სანდალს იპოვიდა სარკინიგზო სადგურზე.ამიტომ ვამჯობინე,რომ მპოვნელს სანდლების წყვილი ხვდომოდა წილად. – უპასუხა მაჰათმამ მისი დიდსულოვნებით გაოცებულ ინგლისელ ოფიცერს. (ავტორი გენია.ჯი)