მაქს ლიბერმანი – “ეპიზოდი”
ებრაული წარმომავლობის მქონე სახელოვან გერმანელ მხატვარს,გრაფიკოსსა და იმრესიონიზმის თვალსაჩინო წარმომადგენელს – მაქს ლიბერმანს (1847-1935 წლები) ერთ-ერთმა ცნობილმა გერმანელმა ექიმმა საკუთარი პორტრეტის დახატვა შეუკვეთა.თუმცა მხატვარს ერთობ მკცარი წინაპირობა წაუყენა:
- რომ იცოდეთ,ძალიან დაკავებული ვარ სამსახურეობრივი საქმეებით.ამიტომ საკუთარ თავს მხოლოდ ერთხელ პოზირების შესაძლებლობა შემიძლია მივცე.ვფიქრობ,ჩემი პორტრეტის შესაქმნელად ესეც საკმარისი იქნება: ჩემთვის ხომ ავადმყოფის ერთხელ გასინჯვაც კი საკმარისია მისთვის დიაგნოზის დასასმელად?!
- გულახდილად რომ გითხრათ,თქვენი პროფესიის მქონე ადამიანების მიერ დაშვებულ შეცდომებს – მიწა მალავს.ხოლო ხელოვნების ნიმუშები კი საუკუნეების განმავლობაში ძლებენ.ჰოდა,როგორი დასამტკიცებელია შთამომავლობისათვის,რომ ოსტატს კი არ დაუშვია სურათის დახატვისას შეცდომა,არამედ მენატურემ თქვა უარი პოზირებაზე? – საპასუხი შეკითხვა შეაგება ლიბერმანმა შემკვეთს. (ავტორი გენია.ჯი)