ნიუტონ ბუთ ტარკინგტონი – “ეპიზოდი”
პულიცერის ლიტერატურული პრემიის ლაურეატი და ცნობილი ამერიკელი მწერალი - ნიუტონ ბუთ ტარკინგტონი (1869-1946 წლები) თავის მემუარებში ერთ საინტერესო ისტორიას იგონებდა:
“ერთხელ,როდესაც ჯერ კიდევ სრულიად უცნობი მწერალი ვიყავი,ბაზარში ორი გოგონა შემომხდა.ისინი ჩემი შეხედულებით,არა უმეტეს 16 წლისა უნდა ყოფილიყვნენ.მათმა როგორც კი შემამჩნიეს,უმალვე ჩემთან მოვიდნენ და დიდი მოწიწებით ავტოგრაფის მიცემა მთხოვეს. (ავტორი გენია.ჯი) გოგონების ასეთმა ქმედებამ ძალიან გამახარა და ავტოგრაფის მიცემაზე თანხმობა განვუცხადე.თუმცა-კი ძალიან გამიკვირდა,საიდან მიცნეს.ჯიბეში კალამი არ აღმომაჩნდა,რის გამოც გოგონებს ვუთხარი: ” – ფანქარი არ გამოდგება-მეთქი?!” – მათ თანხმობის ნიშნად თავი დამიკრეს და ერთობ ლამაზი გარეკანის მქონე წიგნი გამომიწოდეს ავტოგრაფის ჩასაწერად.როდესაც ჩემი ავტოგრაფი წიგნის წინა ფურცელზე გარკვევით დავწერე,გაოცებულმა გოგონებმა ერთმანეთს გადახედეს:
- ნუთუ თქვენ,რობერტ ჩემბერსი არა ხართ?
- არა, – ვუპასუხე მე.
მიღებული ინფორმაციით გაბრაზებული გოგონა მეგობარს მიუბრუნდა და განაწყენებული კილოთი მიმართა: “ - საშლელი არა გაქვსო? – და როდესაც მისგან საშლელი მიიღო,ჩემივე თანდასწრებით ამოშალა წიგნიდან ჩემს მიერვე სიხარულით ჩაწერილი ავტოგრაფი. (ავტორი გენია.ჯი)