ჯორჯ ბერნარდ შოუ – “ეპიზოდი”
როგორც ცნობილია,დიდი ირლანდიელი ნობელიანტი მწერალი,დრამატურგი და საზოგადო მოღვაწე - ჯორჯ ბერნატდ შოუ (1856-1950 წლები) ვეგეტარიანული ცხოვრების წესის მკაცრი დაცვით გამოირჩეოდა. (ავტორი გენია.ჯი) თავის შედგენილ ანდერძში ბერნარდმა ერთი მეტად საინტერესო და უცნაური სურვილი გამოთვა,რომელიც მისი დაკრძალვის ცერემოანიას შეეხებოდა:
“ჩემს მიერ დაწერილ ანდერძში,რომელიც ჩემივე დაკრძალვის პროცესიას ეხება,გამვთქვამ სურვილს,რომ არ იყოს არავითარი დამკრძალავი ეკიპაჟები.სამაგიეროდ,ჩემს ცხედარს უკანასკნელ გზაზე უნდა მიაცილებდეს ძროხების ნახირი,ცხვრების ფარა,ღორების კოლტი და ყველა სახის შინაური ფრინველი.ასევე ვითხოვ,პროცესიაში ჩართული იქნას მობილური აკვარიუმები,რომლებშიც ცოცხალი თევზები იქნებიან მოთავსებული.ზემოჩამოთვლილ ყველა არსებას ყელზე უნდა ეკეთოს თეთრი ბაფთები იმ ადამიანის სახსოვრად,რომელმაც სიკვდილი არჩია თავისივე მსგავსების შეჭმას”. (ავტორი გენია.ჯი)
მიუხედავად ბერნარდ შოუს ერთობ უცნაური შინაარსის მქონე ანდერძისა,მისმა ოჯახის წევრებმა შოუს უკანასკნელი თხოვნა რაღა თქმა უნდა ვერ დააკმაყოფილეს და იგი ისეთივე სამგლოვიარო პროცესიის თანხლებით დაიკრძალა,როგორც დადგენილი წესისამებრ იკრძალებიან გარდაცვლილები. (ავტორი გენია.ჯი)