კანისტრის შექმნის ისტორიიდან…

1936 წელს ფაშისტური გერმანიის ხელისუფლებამ (პირადად – ადოლფ ჰიტლერის ბრძანებით) გამოაცხადა კონკურსი ვერმახტის ჯარებისათვის საჭირო საწვავის ტრანსპორტირებისა და მათი სათანადო პირობებში შენახვისათვის აუცილებელი ახალი უნივერსალური კონტეინერის,იგივე კანისტრის შექმნაზე. (ავტორი გენია.ჯი) ადრეულ პერიოდებში დამზადებული კანისტრები პარალელეპიპედის ფორმის გახლდათ და ერთობ არაპრაქტიკული გამოსაყენებელი იყო.გერმანულ ქალაქ შვალმში არსებული კომპანიის – “მიულერი”-ს მთავარმა ინჟინერმა სრულიად ახალი ტექნოლოგიური პროეტის საფუძველზე შექმნა 20 ლიტრის ტევადობის მქონე ლითონისაგან დამზადებული კანისტრა,რომელსაც – “Wehrmachtkanister”-ი უწოდა.იგი წარმოადგენდა 4 კილოგრამი მასის მქონე ჰერმეტულად დახურულ ჭურჭელს,რომელიც არა მხოლოდ ბენზინის გადასატანად იყო ძალიან მოსახერხებელი საშუალება,არამედ საპოხი ზეთისთვის და სხვა მისთანებისთვისაც.აღნიშნულ კანისტრებს წინამორბედი კანისტრებისაგან განსხვავებით,სამი სახელური გააჩნდა,რაც მის გადაადგილებას ერთიორად უადვილებდა ვერმახტის ჯარისკაცებს.ადოლფ ჰიტლერის გასაიდუმლოებული შეკვეთის შედეგად, 1937-1939 წლებში ომის მოლოდინში მყოფ გერმანულ არმიას უკვე გააჩნდა ათასობით ახალი კონსტრუქციის მქონე კანისტრა.განსაკუთრებული პოპულარობა ”Wehrmachtkanister”-მა 1939 წეკს მოიპოვა.იგი ერთობ პრაქტიკული საშუალება აღმოჩნდა აფრიკის უდანოში მებრძოლი გერმანული არმიისათვის. 1940 წელს აშშ-მა და დიდმა ბრიტანეთმა მიიღეეს პირველი ნიმუშები გერმანული კანისტრებისა (რამდენიმე საფრანგეთის ხელშიც აღმოჩნდა) და დაიწყეს კიდეც მათი მასიურად წარმოება. (ავტორი გენია.ჯი)

მეორე მსოფლიო ომის დასრულებისთანავე, ”Wehrmachtkanister”-ის ოც ლიტრიანი კანისტრების გამოყენება სამოქალაქო დანიშნულებებისთვისაც დაიწყო.დროთა განმავლობაში,პლასტმასის წარმოების დახვეწასთან ერთად,რკინის კონსტრუქციის მქონე კანისტრების დიდი ნაწილი ჩანაცვლებული იქნა პლასტმასისა და სხვა მასალებისაგან დამზადებული კანისტრებით,რომელთაც დღემდე აქტიურად გამოიყენებს კაცობრიობა. (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>