„დამაკვირდი”

1. „თქვენ კითხულობთ, რატომ უგზავნის ღმერთი ადამიანებს ისეთ განსაცდელს, როგორიც არის ომი. სად არის მისი კეთილშობილური სწავლებები? – მხოლოდ ქაღალდზე. უფლის სწავლებები, რომ ადამიანებს გულის ფიცარზე ჰქონდეთ დაწერილი, მაშინ ისინი სრულ მშვიდობასა და ჰარმონიაში იცხოვრებდნენ”. – ნიკოლოზ სერბი – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

2. „კაცობრიობის მთელი სიბრძნე სულ რაღაც ორ სიტყვას შეიცავს: ლოდინს და იმედს!” – ალექსანდრე დიუმა

* * *

3. „გაასამართლო უდანაშაულო ადამიანი, იგივეა – გაასამართლო თავად მოსამართლე”. – ლუციუს ანეუს სენეკა

* * *

4. „დილით გაგებულმა ჭეშმარიტებამ, შესაძლოა ღამით გიმსხვერპლოთ”. – კონფუცი

* * *

4. „ადამიანებში ყოვეთვის კარგს ვეძებ. ცუდს ისინი თავად მაჩვენებენ”. – ვლადიმერ ვისოცკი

* * *

5.  „გაბოროტებული მოწმის ჩვენებაზე დაყრდნობა – არ შეიძლება”. – მარკუს ტულიუს ციცერონი

* * *

6. „როდესაც ვინმე გესაუბრებათ, სამ რამეს უნდა მიაქციოთ ყურადღება – ვინ ლაპარაკობს, როგორ ლაპარაკობს და რას ლაპარაკობს. გაითვალისწინეთ, რომ ამ უკანასკნელს ყველაზე ნაკლები მნიშვნელობა უნდა მიანიჭოთ”. – ჯონ მორლი – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

7. „რა შესანიშნავია ადამიანი, თუ იგი ნამდვილად ადამიანია”. – მენანდრე

* * *

8. „ხასიათი ხეს ჰგავს, ხოლო რეპუტაცია კი – მის ჩრდილს. ჩვენ ვზრუნავთ ჩრდილზე, მაშინ, როდესაც უნდა ვიზრუნოთ ხეზე”. – აბრაამ ლინკოლნი

* * *

9. „ჭეშმარიტება თავად იცავს თავს”. – პუბლიუს სირიუსი

* * *

10. „სულელს ურჩევნია პირველი სიყვარული იყოს, ხოლო ჭკვიანს კი – უკანასკნელი”. – ბახტიარ მამედოვი – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>