მაქს პლანკი – “ეპიზოდი”
გენიალურმა ნობელიანტმა გერმანელმა ფიზიკოსმა და კვანტური თეორიის ფუძემდებელმა – მაქს კარლ ერნსტ ლუდვიგ პლანკმა (1858-1947 წლები),ბერლინის უნივერსიტეტის თეორიული ფიზიკის კათედრაზე ლექტორად მუშაობა სულ რაღაც 31 წლის ასაკში დაიწყო. (ავტორი გენია.ჯი) ახალგაზრდა ასაკის მქონე პლანკის ფიზიკური მონაცემების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ,მასში ერთობ რთული გახლდათ პროფესორის აღმოჩენა.თუმცა,როდესაც იგი ლექციის კითხვას დაიწყებდა,მაქსის გენიალური აზროვნება უმალვე იწყებდა გამოვლინებას.პლანკს ახალი დაწყებული ჰქონდა მუშაობა ბერლინის უნივერსიტეტში და შესაბამისად,იმ აუდიტორიების მიგნება,სადაც მას ლექციები უნდა წაეკითხა,ერთობ უჭირდა.ერთ დღეს იგი კვლავაც აღნიშნული დილემის წინაშე აღმოჩნდა,რის გამოც უნივერსიტეტის კანცელარიაში შევიდა და იკითხა: ” – რომელ აუდიტორიაში კითხულობს ახლა ლექციას მაქს პლანკი?” – მოხუცი,რომელიც კანცელარიის აპარატს განკარგავდა,პლანკს ფიზიკურად არ იცნობდა,მაგრამ კარგად უწყოდა თუ რაოდენ დიდი მეცნიერი იყო იგი.მოულოდნელად,მაქსს მოხუცი მიუახლოვდა,მხარზე მეგობრულად შეეხო და ასეთი რჩევა მისცა: “არ არის აუცილებელი მაქს პლანკის ლექციაზე დასწრება.თქვენ ჯერ კიდევ სრულიად ახალგაზრდა ხართ იმისათვის,რომ ბრძენი პროფესორის – პლანკის მიერ წაკითხულ ლექციას გაუგოთ რაიმე”. (ავტორი გენია.ჯი)