ანტონ ჩეხოვი – “ეპიზოდი”
XIX საუკუნეში,რუს ლიტერატორებში,პოეტებში,მსახიობებსა და ხელოვნების სხვა დარგის მოღვაწეებში დამკვიდრებული იყო ტრადიცია,რომლის თანახმადაც ისინი ერთობლივად მართავდნენ დიდ წვეულებას,სადაც დადგენილი წესის თანახმად,წვეულებაზე მყოფი თითოეული მათგანი ვალდებული იყო ერთი სოლო სიმღერა მაინც შეესრულებინა. (ავტორი გენია.ჯი) რამდენადაც კარგი მწერალი გახლდათ მაქსიმ გორკი,იმდენად ცუდი მუსიკალური მონაცემები გააჩნდა მას,თუმცა როდესაც მისი სიმღერის ჯერი დადგა,იძულებული იყო ტრადიცია არ დაერღვია და მანაც სხვათა მსგავსად,სოლო სიმღერის შესრულება დაიწყო.მოულოდნელად,წვეულებაზე მყოფ გამოჩენილ რუს მწერალსა და დრამატურგს – ანტონ ჩეხოვს (1860-1904 წლები) ერთ-ერთმა გვერდით მჯდომმა ჰკითხა:
- თუ შეიძლება მითხარით,რატომ აქვს გორკის სიმღერის დროს თვალები დახუჭული?
- მინდა იცოდეთ,რომ მაქსიმს საოცრად კეთილი გული აქვს.ამიტომ მას არ შეუძლია თვალგახელილმა უყუროს იმ ადამიანების ტანჯვას,რომლებიც მის სიმღერას უსმენენ. – უპასუხა მახვილგონივრულად ჩეხოვმა. (ავტორი გენია.ჯი)