ჯოაკინო როსინი – “ეპიზოდი”
გენიალური ავსტრიელი კომპოზიტორის – ვოლფგანგ ამადეუს მოცარტის მიერ შექმნილი ოპერის – “დონ ჟუანის” ერთ-ერთ წარმოდგენას დიდი იტალიელი კომპოზიტორი – ჯოაკინო ანტონიო როსინი (1792-1868 წლები) ესწრებოდა. (ავტორი გენია.ჯი) აღნიშნულ ოპერაში მთავარ პარტიას შესანიშნავი იტალიელი ტენორი – ჯოვანი ბატისტა რუბინი ასრულებდა.ოპერის მიმდინარეობისას,როსინის გვერდით მჯდომი ახალგაზრდა მამაკაცი,როგორც კი რუბინი სიმღერის შესრულებას დაიწყებდა,უმალვე ხმამაღალი სიმღერითვე ჰყვებოდა მას,რაც სხვა მსმენელებს დიდ დისკომფორტს უქმნიდა.მისმა საქციელმა ჯოაკინო ძალიან გააბრაზა,თავი ვერ შეიკავა და ხმამაღლა წამოიძახა: “- როგორი ნაძირალაა!”
- ეს სიტყვები ჩემი მისამართით წარმოთქვით? – აღშფოთებული ტონით ჰკითხა როსინის უტაქტო ახალგაზრდამ.
- არა,რას ამბობთ!.. ეს სიტყვები იმ სულელი რუბინის მიმართ წამოვთქვი,რომელიც თქვენი “საოცარი” სიმღერის მოსმენის საშუალებას არ გვაძლევს!” – ირონიულად უპასუხა დიდმა იტალიელმა კომპოზიტორმა. (ავტორი გენია.ჯი)
ჯოვანი ბატისტა რუბინი