ტურგჰატენი
ტურგჰატენი (ასევე შესაძლოა მოვიხსენიოთ,როგორც – ტორგჰატენი) – წარმოადგენს კუნძულ ტურგეტზე განთავსებულ იმ მთას,რომელმაც სახელი გაითქვა მის ცენტრალურ ნაწილში გამავალი მეტად უცნაური ხვრელით (გვირაბით).ნორვეგიის პროვინცია ნურლანში მდებარე ტურგჰატენის მთაში გამავალი გვირაბი ფორმირებული იქნა გამყინვარების პერიოდში,რომელიც თავის მხრივ,რამდენიმე მილიონი წლის განმავლობაში გრძელდებოდა დედამიწაზე. (ავტორი გენია.ჯი) მთის მაქსიმალური სიმაღლე ზღვის დონიდან 258 მეტრია,ხოლო გვირაბის სიმაღლე კი 20 მეტრს უტოლდება.სპეციალისტთა ვარაუდით,ტურგჰატენის მთაში, 35 მეტრი სიგანისა და 160 მეტრი სიგრძის ბუნებრივი გვირაბის ჩამოყალიბება წყლისა და ყინვისაგან წარმოქმნილმა ქვის ქანების ეროზიამ განაპირობა.
ერთ-ერთი ლეგენდის თანახმად,რომელიც აღნიშნული მთის ჩამოყალიბების პროცესს ეხება,სკანდინავიური მითოლოგიის მიხედვით,ადამიანების მიმართ მტრულად განწყობილი ერთ-ერთი ტროლი,სახელად – ჰესტმანენი,კვალში ჩაუდგა და გამოედევნა თავისი მშვენიერებით სახელგანთქმულ გოგონას – ლეკამეიოუს.როდესაც ჰესტმანენმა გაათვითცნობიერა,რომ ლეკამეიოუსს ვეღარ დაეწეოდა,მისკენ მშვილდი მიმართა და გაისროლა.თუმცა,სიომნას ტროლების მეფემ ისრის მიმართულებით თავისი ქუდი გადააგდო.ისარი ქუდს ცენტრში მოხვდა,რამაც გოგონა სიკვდილს გადაარჩინა.ამავე ლეგენდის მიხედვით,საუკუნეების გავლის შემდგომ ჰესტმანენის მიერ სიომნას ტროლების მეფისათვის ისრით შუაგულში გახვრეტილი ქუდი – მთად იქცა. (ავტორი გენია.ჯი)
ტურგჰატენის მთასთან ასევე დაკავშირებულია ერთი მეტად ტრაგიკული შემთხვევაც.კერძოდ, 1988 წლის 6 მაისს,აღნიშნულ მთას შეეჯეხა ნამსუსიდან ბრიონეიოისისაკენ გამგზავრებული თვითმფრინავი.ამ საშინელ ავიაკატსროფას,თვითმფრინავის ბორტზე მყოფი 36 ადამიანის სიცოცხლე ემსვერპლა. (ავტორი გენია.ჯი)