ვინ არის “ეიფელის კოშკის” კონსტრუქციის ავტორი?!
საყოველთაოდ გავრცელებული მოსაზრებით,პარიზის სიმბოლოდ ქცეული “ეიფელის კოშკის” კონსტრუქციის ავტორად დიდი ფრანგი არქიტექტორი და ინჟინერი – გუსტავ ეიფელია (1832-1923 წლები) აღიარებული,თუმცა მინდა გაცნობოთ,რომ ამ უნიკალური ნაგებობის დაპროექტებაში აბსოლუტურად სხვა ინჟინრებმა მიიღეს მონაწილეობა. (ავტორი გენია.ჯი) როგორც ცნობილია,პარიზის მსოფლიო გამოფენის ფარგლებში,რომელიც მიძღვნილი იქნა საფრანგეთის დიდი რევოლუციის ასი წლისთავისადმი,ქალაქის ადმინისტრაციის მიერ გამოცხადებული იქნა კონკურსი,რომელშიც მონაწილეობა მიიღო ქვეყნის საუკეთესო ინჟინრებმა.აღნიშნული კონკურსის მიზანი გახლდათ ის გარემოება,რომ ფრანგებს მსოფლიოს წინაშე მოეხდინათ საფრანგეთის ტექნოლოგიური და საინჟინრო მიღწევების დემონსტრირება.კონკურსში მონაწილეობა მიიღო გუსტავ ეიფელის საკუთრებაში არსებულმა საინჟინრო ბიურომაც.საყურადღებოა ისიც,რომ გუსტავს ეიფელის კოშკის აგების იდეა თავად არ მოსვლია.მან თავისი შვეიცარიული წარმომავლობის მქონე ფრანგი თანამშრომლის,ინჟინრისა და არქიტექტორის – მორის კიოშლენის (1856-1946 წლები) რამდენიმე მაღალი ნაგებობის ესკიზი იხილა და სწორედ ამის შემდგომ გადაწყვიტა პროექტში მისივე მეორე თანამშრომლის – ემილ ნუგიეს (1840-1897 წლები) ჩართვა.სწორედ ზემოაღნიშნულმა ორმა დიდმა ინჟინერმა დაიწყო და სრულყო “ეიფელის კოშკის” საბოლოო სახე და შესაბამისად,სწორედ ისინი მიიჩნევიან “ეიფელის კოშკის” კონსტრუქციის ავტორებად.თავის მხრივ კი,გუსტავ ეიფელმა,როგორც კონკურსში გამარჯვებული საინჟინრო ბიუროს ხელმძღვანელმა,უდიდესი ფინანსური რესურსი და შრომა გასწია,რათა 1889 წელს პარიზში – 324 მეტრი სიმაღლის მქონე უზარმაზარი “ეიფელის კოშკი” აღემართა. (ავტორი გენია.ჯი)
მორის კიოშლენი
ემილ ნუგიე