“დები იშხნელები” – (ეპიზოდი)
საქართველოს ლეგენდარულ ქალაქ ქუთაისში,დიდებული ბაგრატის ტაძრის სიახლოვეს დაბადებულმა ქართული ხალხური სიმღერების გენიალური შემსრულებლების – ნინო,თამარ,ზინაიდა და ალექსანდრა იშხნელების ვოკალურმა კვარტეტმა (დები იშხნელები) პირველი საჯარო გამოსვლა 1909 წელს ქუთაისის თეატრის სცენაზე გამართეს. (ავტორი გენია.ჯი) იმ პერიოდისათვის,ნინო ათი წლის,თამარი – ცხრა წლის,ზინაიდა – რვა წლის,ხოლო ალექსანდრა კი შვიდი ასაკში იმყოფებოდნენ.პატარა და გამოუცდელი იშხნელები შვლის ნუკრებივით დამფრთხალნი გამოიყურებოდნენ.ისინი ბორძიკით იგნებდნენ გზას სპეაციალურად ჩაბნელებულ სცენაზე.დაბნეულ ბავშვებს ხელი შეაშველა დიდმა ქართველმა მწერალმა,დრამატურგმა და მსახიობმა – შალვა დადიანმა.სცენა კი საგანგებოდ იმის გამო იყო ჩაბნელებული,რომ ქუთაისის ქალთა გიმნაზიის იმ დროინდელი ხელმძღვანელი კატეგორიულად უკრძალავდა თავის მოწაფეებს სცენაზე გასვლას და საჯაროდ სიმღერასა და ცეკვა-თამაშს.იდგნენ ბნელ სცენაზე დები იშხნელები და მღეროდნენ!.. მღეროდნენ იადონებივით! მათი მომაჯადოვებელი გალობა კი ჩაბნელებული სცენის სიღრმიდან სრულიად საქართველოს სწვდებოდა. (ავტორი გენია.ჯი)