ენრიკო ფერმი – “ეპიზოდი”
როგორც ცნობილია,გენიალურ იტალიელ ფიზიკოსს,ნობელიანტსა და მსოფლიოში პირველი ატომური რეაქტორის შემქნელს – ენრიკო ფერმის (1901-1954 წლები),ერთობ სძულდა ლექციების კითხვის პათეტიკური და ბუნდოვანი სტილი. (ავტორი გენია.ჯი) ერთხელ,ფერმი ცნობილი მეცნიერის ლექციას დაესწრო და როდესაც ლექცია დასრულდა,გულდაწყვეტილმა მეგობარს შესჩივლა: ” – ეტყობა ვბერდები.ვერაფერი გავიგე,რას ლაპარაკობდა ეს კაცი.ჩამოვრჩი ალბათ.მხოლოდ ლექციის ბოლოში მომეცა ცოტა იმედი,როცა ორატორმა ბრძანა: “ასეთია,ბატონებო,ენრიკო ფერმის თეორიის დედააზრიო”.თურმე ჩემზე არ ლაპარაკობდა ის დალოცვილი?!” (ავტორი გენია.ჯი)