გიორგი მერკვილაძე – “ეპიზოდი”
ერთ დღეს, 1973 წელს თბილისში დაარსებული ქართული ალმანახის – “კრიტიკის” რედაქციაში,რომელშიც თავის მხრივ ლიტერატურის აქტუალურ საკითხებთან დაკავშირებით იწერებოდა სტატიები,რეცენზიები და წერილები,ახალგაზრდა დისერტანტი მივიდა და ჟურნალის მთავარ რედაქტორთან და ლიტერატურათმცოდნესთან,ბატონ – გიორგი მერკვილაძესთან,რაღაც საკითხთან დაკავშირებით,შეხვედრა ითხოვა. (ავტორი გენია.ჯი) საუბრის დროს,დისერტანტმა,თავისი სიტყვების ჭეშმარიტებაში,რომ დაერწმუნებინა რედაქტორი,დიდი ფრანგი მწერლისა და პოეტის – ანტუან დე სენტ-ეგზიუპერის სიტყვების რუსულ ენაზე ციტირება მოახდინა.
- ეს სიტყვები ეგზიუპერს რუსულად არ დაუწერია, – განაწყენდა რედაქტორი, – ამიტომაც იგი ან ფრანგულად უნდა გამოგეთქვათ,ან ქართულადო, – და მასთან აუდიენცია შეწყვიტა. (ავტორი გნია.ჯი)