პეტერ პაულ რუბენსი – “ეპიზოდი”
როგორც ცნობილია,გენიალური ფლამანდელი მხატვარი - პეტერ პაულ რუბენსი (1577-1640 წლები) ერთობ ერუდირებული ხელოვანი გახლდათ.ის ღრმად იყო ჩახედული ანტიკურ ლიტერატურაში და თავისუფლად ფლობდა რამდენიმე რამდენიმე უცხო ენას (ერთ-ერთი ვერსიით რუბენსი ფლობდა ექვს უცხო ენას.მათ შორის – ძველ ენებსაც). (ავტორი გენია.ჯი) კარგად უწყოდნენ-რა ხელისუფლებაში რუბენსის გონებრივი შესაძლებლობების სიდიადე,იგი ჯერ თავის მრჩევლად აიყვანა ესპანეთის ნიდერლანდების დედოფალმა – იზაბელა ესპანელმა,ხოლო შემდგომ კი დიპლომატიური მისიებით არაერთხელ მიავლინეს სხვადასხვა ევროპულ ქვეყნებში. 1629 წელს პეტერი ლონდონში – ჩარლზ I სტიუარტთან სამშვიდობო მოლაპარაკებების საწარმოებლად გაგზავნეს..მიუხედავად გადატვირთული სამუშაო გრაფიკისა,იგი მაინც ახერხებდა თავისი უსაყვარლესი საქმიანობით – მხატვრობით დაკავებას.ერთ დღეს,მაშინ,როდესაც რუბენსი თავის კაბინეტში სურათს ხატავდა,ინგლისელი დიდგვაროვანი შევიდა.მან არ იცოდა,რომ ინგლისში ელჩად მივლენილი პეტერი დიადი მხატვარი იყო,ამიტომ მოლბერტთან მისი ფუსფუსი დიპლომატის გატაცებად ჩათვალა:
- ბატონო ელჩო,ფერწერით ერთობით?
- არა,როგორ გეკადრებათ! პირიქით – ფერმწერი ერთობა ელჩის ფუნქციების შესრულებით! – სრული სერიოზულობით უპასუხა რუბენსმა დიდგვაროვან ინგლისელს. (ავტორი გენია.ჯი)