ბენჯამინ ფრანკლინი – “ეპიზოდი”
ამერიკის შეერთებული ტატების ერთ-ერთი ყველაზე ღვაწლმოსილი ფუძემდებელი და ამერიკის რევოლუციის სულისჩამდგმელი – ბენჯამინ ფრანკლინი (1706-1790 წლები) ის პირველი ამერიკელი დიპლომატი გახლდათ ისტორიაში,რომელიც 1776 წელს საფრანგეთში იქნა მივლინებული აშშ-ის ელჩის რანგში. (ავტორი გენია.ჯი) ცნობილია,რომ საფრანგეთში ახლად ჩასული ფრანკლინი ფრანგულ ენას ვერ ფლობდა,რის გამოც იგი მეტად უხერხულ სიტუაციაშიც კი აღმოჩნდა: ერთ-ერთ პრესკონფერენციაზე ფრანგი ორატორი საკმაოდ ხანგრძლივი სიტყვით გამოვიდა.მისი გამოსვლა დარბაზში მყოფმა საზოგადოებამ მქუხარე აპლოდისმენტით დააჯილდოვა.ფრანკლინს,რომელსაც არაფერი გაეგებოდა ფრანგული ენისა,სხვათა მსგავსად,თავადაც ოვაციებით შეამკო ფრანგი ორატორი.თუმცა,ძალიან უხერხულში ჩავარდა მას შემდგომ,რაც უთარგმნეს,რომ ორატორმა მთელი თავისი გამოსვლა სწორედ ბენჯამინს მიუძღვნა და მას – “საუკეთესო დიპლომატი და მოკრძალებული ადამიანი” უწოდა. (ავტორი გენია.ჯი)