ვალენტინ კატაევი – “ეპიზოდი”

იტალიიდან მოსკოვში დაბრუნებული რუსი მწერალი,პროზაიკოსი და დრამატურგი - ვალენტინ კატაევი (1897-1986 წლები) ლიტერატორთა სახლში განთავსებულ საპარიკმახეროს ესტუმრა,სადაც დალაქად ერთობ კოლორიტული პიროვნება მუშაობდა. (ავტორი გენია.ჯი)

- ვალენტინ პეტრეს ძევ,რატომ არ ჩანდით ამდენ ხანს? – ჰკითხა დალაქმა.

- იტალიაში ვიყავი. – უპასუხა კატაევმა.

- ო,იტალია,იტალია! ვატიკანში იყავით?

- თქვენ წარმოიდგინეთ, და ვიყავი!

- ალბათ,ვატიკანში ყოფნისას,რომის პაპიც ნახეთ?

- რა თქმა უნდა!

- ვალენტინ პეტრეს ძევ,როდესაც ადამიანები რომის პაპს ხვდებიან,მის წინაშე მუხლს იყრიან.ნუთუ თქვენც,საბჭოთა მწერალმაც დაიჩოქეთ მის წინაშე? – გაიოცა დალაქმა.

- სხვა რა გზა იყო,დავიჩოქე!

- და რა გითხრათ რომის პაპმა?

- რა მითხრა და, რომელმა სულელმა შეგკრიჭათ ასე ცუდად თმებიო! – ღიმილით უპასუხა ვალენტინმა ცნობისმოყვარე დალაქს. (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება