როგორ სჯიდნენ მოსწავლეებს საფრანგეთის სკოლებში?!
XIX საუკუნის დასასრულსა და XX საუკუნის დასაწყისში საფრანგეთის რესპუბლიკაში მოქმედ სკოლებში სისტემური ხასიათი ჰქონდა მიღებული მოსწავლეების დასჯის ერთ-ერთ ყველაზე უჩვეულო და დამამცირებელ მეთოდს. (ავტორი გენია.ჯი) იმ შემთხვევაში,თუკი ესა თუ ის მოსწავლე დაარღვევდა სკოლის შიდაგანაწესს,სათანადოდ არ შეასრულებდა დავალებას,ან არ ეცოდინებოდა გაკვეთილი,ფრანგი პედაგოგი მას თავზე ახურავდა ეგრეთ წოდებულ – “Bonnet d’anet”- ს ანუ – “ვირის ყურებიან ქუდს”,ზურგზე უკუღმა ჰკიდებდა თავის საკლასო რვეულს და რამდენიმე ხნის განმავლობაში,ასეთ დამამცირებელ და ამაზრზენ მდგომარეობაში მყოფს საკლასო ოთახის ცენტრში აყენებდა.ბოლოს კი კლასიდან გარეთ გაჰყავდა,რა დროსაც მას მთელი სკოლის დასაცინს და აბუჩად ასაგდებს ხდიდა.ზოგიერთ მასწავლებელს ვირის ყურებიანი ქუდითა და ზურგზე უკუღმა მიმაგრებული საკლასო რვეულით “აღჭურვილი” დაბალი კლასის მოსწავლე სპეციალურად შეჰყავდა უფროსი კლასის მოსწავლეებთან,რათა “დამნაშავე” ბავშვს კიდევ უფრო განეცადა სირცხვილი.საინტერესოა ის ფაქტი,რომ ასეთი ამაზრზენი მეთოდით ისჯებოდნენ არა მხოლოდ ბიჭები,არამედ გოგონებიც. (ავტორი გენია.ჯი)