ჩარლზ II სტიუარტი – “ეპიზოდი”
როგორც ინგლისელი საზღვაო მეთაურის,სამეფო საზოგადოების წევრისა და პარლამენტარის – სემიუელ პიპსის (1633-1703 წლები) მიერ დაწერილი სახელგანთქმული დღიურიდან ირკვევა (აღნიშნული დღიური მოიცავდა ლონდონელთა ცხოვრების პერიპეტიებს სტიუარტების სამეფო დინასტიის რესტავრაციის პერიოდში),ინგლისის,ირლანდიისა და შოტლანდიის მეფე – ჩარლზ II სტიუარტი (1630-1685 წლები) ერთობ ვნებიანი,ექსესების,ორგიებისა და ალკოჰოლური სასმელების მოყვარული მონარქი ყოფილა. (ავტორი გენია.ჯი) ჩარლზს რამდენიმე ათეული ოფიციალური “ფავორიტი ქალბატონი” ჰყავდა და თითოეულ მათგანს ყოველი მასთან გატარებული ღამისათვის გულუხვად ასაჩუქრებდა არა მხოლოდ ფულით,არამედ სხვადასხვა არისტოკრატული ტიტულებითაც.ვნებასაყოლილი მონარქის ერთ-ერთ ყველაზე ცნობად საყვარელ ქალს წარმოადგენდა თავისი სილამაზით ქებული მდაბიო წარმომავლობის მქონე ინგლისელი მსახიობი ქალი – ნელ გვინი (1650-1687 წლები),რომელმაც იმდენადაც კი მოახერხა ჩარლზის გულის მოგება,რომ მეფემ იგი სამეფო სასახლეში გადაიყვანა საცხოვრებლად.პიპსის დღიურიდანვე ირკვევა,რომ ნელ გვინი ჩარლზს თავის საძინებელში იღებდა,სადაც იმ პერიოდისათვის უზარმაზარი ღირებულების მქონე (თანამედროვე კურსით – 200 000 ამერიკული დოლარი) ვერცხლის საწოლი ედგა.ნელ გვინი არა მხოლოდ ფუფუნების საგნებით იყო გატაცებული,არამედ კარგი მადითაც გამოირჩეოდა.განსაკუთრებით უყვარდა დელიკატესური – ხამანწკები.მისთვის ყოველ კვირაში სამი კასრი ხამანწკა მიჰქონდათ,რაც სახელმწიფო ბიუჯეტს სოლიდური თანხა უჯდებოდა.თუმცა,მეფის ფავორიტი ქალბატონისათვის ყოველგვარი ხარჯის გაწევა ნებადართული მოვლენა იყო. (ავტორი გენია.ჯი)
ჩარლზ II სტიუარტი,როგორც ზემოთ ავღნიშნეთ,ორგიების დიდი მოტრფიალე გახლდათ.ხშირად,იგი თავის ფავორიტ ქალბატონებს ამაზრზენი სახის ორგიებში აღებინებდა მონაწილეობას.მაგალითად,ცნობილია ისეთი შემთხვევები,სადაც ბარბარა კასტლმანი და ფრანცისკა სტიუარტი (მონარქის საყვარლები) იმიტირებული ქორწინების სცენას დგამდნენ.ბარბარა საქმროს ფუნქციებს ითავსებდა,ხოლო ფრანცისკა კი საცოლის.ორგიის სხვა მონაწილეები კი,სასულიერო პირებისა და მეჯვარეების ფუნქციების იმიტაციას ეწეოდნენ.იმიტირებული ქორწინების შემდგომ,”ახლადდაქორწინებულ” ბარბარასა და ფრანცისკას შორის იმართებოდა ეგრეთ წოდებული “პირველი ღამის” სცენები,რასაც დიდი ინტერესით ადევნებდა თვალს ბრიტანელი მონარქი.საყურადღებოა ის გარემოება,რომ თავად ჩარლზმა, 1685 წლის 6 თებერვალს, სამეფო კარზე გამართული ერთ-ერთი ორგიის დროს ინსულტი მიიღო და იმასვე შეეწირა,რაც ასე ძალიან უყვარდა მას. (ავტორი გენია.ჯი)
სემიუელ პიპსი
ნელ გვინი