იცით თუ არა,რომ
1. გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკაში ცხოვრებისა და პრუსიის მეცნიერებათა აკადემიაში მოღვაწეობის პერიოდში,გერმანიის ისტორიაში პირველმა ქალმა-კანცლერმა – ანგელა დოროთეა მერკელმა კატეგორიული უარი განუცხადა გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს – “შტაზს” თანამშრომლობაზე.გარდა ამისა,მან უარი განაცხადა გდრ-ის კომუნისტურ პარტიაში გაწევრიანებაზეც. – (ავტორი გენია.ჯი)
2. სამხრეთ კორეაში კანონით იკრძალება ერთი და იგივე გვარის მქონეთა ერთმანეთზე დაქორწინება.
3. ჩვენს პლანეტაზე საერთო ჯამში 17 ისეთი სახელმწიფო არსებობს,სადაც არც ერთი მდინარე მიედინება.მათ შორის ყველაზე დიდი სახელმწიფო გახლავთ ახლო აღმოსავლეთის ერთ-ერთი ყველაზე რელიგიური და ჩაკეტილი ქვეყანა – საუდის არაბეთის სამეფო.
4. XIX საუკუნისა და XX საუკუნის დასაწყისში თამბაქოს მწარმოებელ კომპანიებში ერთობ პოპულარული მოვლენა გახლდათ თავიანთი ნაწარმის სარეკლამოდ – ბავშვების გამოყენება.თამბაქოს სარეკლამო პოსტერებზე ბავშვებს იმიტომ სახავდნენ,რომ თითქოს – თამბაქოს მოხმარება ჯანმრთელობისათვის საფრთხის შემცვლელი არ იყო.
5. “ფრინველების საერთაშორისო დღე” (ეკოლოგიური დღესასწაული) – 1 აპრილია და იგი სათავეს 1894 წლიდან,ამერიკაში იღებს.გარდა ამისა, 1 აპრილი გახლავთ – “სიცილის დღეც” (სულელების დღე),რომელიც თავის მხრივ 1686 წლიდან აღინიშნება.
6. პერლ-ჰარბორზე განთავსებულ ამერიკულ სამხედრო-საზღვაო ბაზაზე თავდასხმაში მონაწილეობას – 353 იაპონური თვითმფრინავი იღებდა.თავდასხმა 50 წუთის განმავლობაში გრძელდებოდა და მას 2 403 ამერიკელი ჯარისკაცის დაღუპვა მოჰყვა.
7. პირველ მსოფლიო ომში დამარცხების შედეგად,გერმანიამ წყნარ ოკეანეში არსებული ყველა კოლონიური ქვეყანა (კუნძული) დაკარგა.მათ შორის – გერმანიის ახალი გვინეა,სამოა და ახალი ზელანდია.
8. ფრანგი ინჟინერი,არქიტექტორი და არქიტექტურული ბიუროს ხელმძღვანელი – გუსტავ ეიფელი, – “ეიფელის კოშკს” ეგვიპტის განუმეორებელ პირამიდებთან აიგივებდა.
9. სტატისტიკოსთა მონაცემების თანახმად,ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტზე მობინადრე ქორისებრთა ოჯახის მტაცებელი ფრინველის – თეთრი ფსოვის (ამერიკის შეერთებული შტატების გერბზე გამოსახული ფრინველი) 68 % – ადამიანების მიერ იქნენ განადგურებულნი.
10. ძველ საბერძნეთში მონის შესყიდვა განსაზღვრული რაოდენობის მარილითაც იყო შესაძლებელი. – (ავტორი გენია.ჯი)