“იკეა”- (ეპიზოდი)
ერთ-ერთი უდიდესი ნიდერლანდული მულტინაციონალური კონცერნის - “იკეას”-ს (IKEA),რომლის ბიზნესის სამოღვაწეო პროფილია სახლის მოსაწყობად საჭირო ხელითასაწყობი ავეჯისა და საბინაო აქსესუარების დამზადება-გაყიდვა,მენეჯერებს კატეგორიულად ეკრძალებათ ძვირადღირებული ავტომობილების შეძენა და ბიზნეს-კლასით ფრენა. (ავტორი გენია.ჯი) გარდა ამისა,საქმიანი მივლინების დროს ისინი ვალდებული არიან ყველაზე საუკეთესო შემთხვევაში – სამ ვარსკვლავიან სასტუმროში დაბინავდნენ.თუ იმას გავითვალისწინებთ,რომ ამ უდიდესი კომპანიის შვედი დამაარსებელი და მილიარდერი – ინგვარ თეოდორ კამპრადი დღემდე ოცი წლის ასაკის მქონე ავტომობილით (ვოლვო) გადაადგილდება,ზემოთ მოხსენიებული შეზღუდვები მენეჯერთათვის,გასაკვირი ნამდვილად არ იქნება.კორპორაციაში მოქმედი მკაცრი წესების თანახმად,მენეჯერებს უფლება აქვთ სამუშაო საათებში თავიანთი თანამშრომლების პირადი ელექტრონული ფოსტის შემოწმონ.”იკეას” ლოზუნგი გახლავთ – “რბილი დამოკიდებულება – მყიდველებთან,მკაცრი დამოკიდებულება – მიმწოდებლებთან”. (ავტორი გენია.ჯი)
ინგვარ თეოდორ კამპრადი