შესაძლებელია თუ არა იდეალური ცოლის აღზრდა?
პოსტის სათაური შესაძლოა,პროვოკაციული შეკითხვის ხასიათს ატარებდეს,თუმცა ეს ასე ნამდვილად არ არის,რადგან იმ ისტორიას,რომელსაც შემოგთავაზებთ,სრულიად ამართლებს ასეთ სახელწოდებას. (ავტორი გენია.ჯი) გამოჩენილი ინგლისელი საბავშვო მწერალი,განმანათლებელი და დიდი ფრანგი ფილოსოფოსის – ჟან-ჟაკ რუსოს იდეების ფანატიკური მიმდევარი – ტომას დეი (1748-1789 წლები) ეკონომიკურად საკმაოდ შეძლებული პიროვნება გახლდათ.მიუხედავად ლიტერატურული და ფინანსური წარმატებებისა,პირად ცხოვრებაში მას ერთობ არ უმართლებდა,რადგან რამდენჯერაც სცადა დაქორწინება,იმდენჯერ მისი რჩეულებისაგან ქორწინებაზე სასტიკი უარი მიიღო.სწორედ ამის შემდეგ გადაწყვიტა დიდაქტიკური ნაწარმოებების ავტორმა თავისი კუმირის – ჟან-ჟაკ რუსოს პედაგოგიური რეკომენდაციებით ესარგებლა და თავად აღეზარდა ისეთი თვისებების მატარებელი მეუღლე,რომელიც მის გემოვნებას სრულიად დააკმაყოფილებდა. (ავტორი გენია.ჯი) ახალგაზრდა ასაკში მყოფმა თომასმა ერთ-ერთი ბავშვთა სახლიდან ორი – 11 წლის და 12 წლის გოგონა წამოიყვანა (ორი იმიტომ,რომ თავისი წარმატების შანსი გაეზარდა).გოგონებს ტომასმა – საბრინა და ლუკრეცია დაარქვა,ისინი საფრანგეთში წაიყვანა და საკუთარ სახლში გარესამყაროსაგან სრულ იზოლაციაში დაიწყო მათი აღზრდა.მიუხედავად უზარმაზარი ძალისხმევის ჩადებისა,ტომასს გოგონებიდან იდეალური ქალები გამოეყვანა,რუსოს პედაგოგიურმა რეკომენდაციამ მაინც სასტიკი კრახი განიცადა.საბრინა და ლუკრეცია ტომასის მიმართ საშინელ დამოკიდებულებას ამჟღავნებდნენ.ისინი მუდმივად აგრესიულად ექცეოდნენ დეის,რაც სასოწარკვეთილებაში აგდებდა მწერალს.საყურადღებოა ის გარემოება,რომ ლუკრეცია სრულ ჭკუაზე მყოფი არ აღმოჩნდა,რამაც ტომასს გადააწყვეტინა,მთელი თავისი ძალისხმევა საბრინას აღზრდისათვის დაეთმო.თოთხმეტ წლიანმა უმკაცრესმა აღზრდის მეთოდებმა ვერც საბრინას შემთხვევაში მოუტანა დეის წარმატება.მიუხედავად ამისა,ტომასმა საბრინაზე მაინც იქორწინა,როდესაც იგი 25 წლის გახდა.თუმცა ქორწინების შემდგომაც ისეთივე მეთოდებით განაგრძო მასთან ურთიერთობა,როგორიც წლების განმავლობაში გააჩნდა გოგონას მიმართ.შესაბამისად,მათმა ცოლ-ქმრულმა წყვილმა ბედნიერებას ვერ ეწია.საბრინა გამუდმებით ტიროდა და თავის გაჩენის დღეს წყევლიდა.იგი არწმუნებდა ტომასს,რომ მის მიერ ჩატარებული პედაგოგიური ექსპერიმენტი ვერც მას და ვერც ტომასს სარგებელს ვერ მოუტანდა. და აკი ვერ მოუტანა კიდეც. 1789 წლის 28 სექტემბერს ტომას დეი ცხენიდან გადმოვარდა და ისე განუტევა სული,რომ “იდეალური მეუღლის” აღზრდა ვერაფრით შეძლო. (ავტორი გენია.ჯი)
P.S. ტომას დეიმ ვერ გაითვალისწინა ერთი მარტივი ჭეშმარიტება: – “დაძალებული სიყვარული სიძულვილის უპირველესი საძირკველია”.