ალექსანდრე სოლჟენიცინი – „რას ნიშნავს იყო – ინტელიგენტი?!”

„წლების მანძილზე მიხდებოდა ჩავფიქრებოდი ამ სიტყვას – ინტელიგენციას. ჩვენ ყველას ძალიან გვიყვარს თავის მიკუთვნება მისთვის, არადა, რომ არ ვეკუთვნით ყველანი?!. საბჭოთა კავშირში სიტყვა ინტელიგენციამ სავსებით დამახინჯებული აზრი შეიძინა. ინტელიგენციას აკუთვნებენ ყველას, ვინც არ მუშაობს ხელით (და ეშინია ხელით მუშაობის). ასე მოხვდა ინტელიგენციაში ყველა პარტიული, სახელმწიფო, სამხედრო და პროფკავშირული ბიუროკრატი. ყველა ბუღალტერი და მოანგარიშე – დებეტის მექანიკური მონა. კანცელარიის ყველა მოხელე. მით უმეტეს იოლად მიათვალეს ინტელიგენციას ყოველი მასწავლებელი (ისინიც, ვინც მოლაპარაკე სახელმძღვანელოა და მეტი არაფერი, და არც თვითმყოფადი ცოდნა გააჩნია, არც აღზრდაზე საკუთარი შეხედულება). ყველა ექიმი (ისინიც, ავადმყოფობის ისტორიის ჯღაბნის მეტი რომ არაფერი შეუძლია), და რა თქმა უნდა, უყოყმანოდ თვლიან ინტელიგენტად ყველას, ვინც კი რედაქციების, გამომცემლობებისა და ფილარმონიების სიახლოვეს დაიარება, რომ აღარაფერი ვთქვათ მათზე, ვინც იბეჭდება, იღებს ფილმებს ან აწვალებს ვიოლინოს.

არადა, არც ერთი ამ ნიშნის მიხედვით არ შეიძლება, კაცი ინტელიგენციაში ჩარიცხო. თუ არ გვინდა, ეს ცნება არ დავკარგოთ, იგი არ უნდა დავახურდავოთ. ინტელიგენტობის განმსაზღვრელად არ გამოდგება კაცის პროფესია, არც ის, თუ რა საქმიანობას ეწევა იგი. კარგი ოჯახი და კარგი აღზრდაც უსათუოდ როდი იძლევა ინტელიგენტს. ინტელიგენტი – ეს ის ადამიანია, ვისი სწრაფვაც სულიერებისაკენ გაუტეხელია და მუდმივი. ინტელიგენტია ის, ვისი ნააზრევიც თავისუფალია მიმბაძველობისაგან”. (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>