საშა გიტრი – “ეპიზოდი”
1955 წლის 21 თებერვალს გამოჩენილ ფრანგ მწერალს,მსახიობსა და რეჟისორს - საშა გიტრის (1885-1957 წლები) სამოცდაათი წელი შეუსრულდა.სწორედ თავის დაბადების დღეზე მისწერა მან საფრანგეთის მეოთხე რესპუბლიკის უკანასკნელ პრეზიდენტს – რენე ჟიულ გუსტავ კოტის წერილი,სადაც მითითებული იყო გიტრის დამსახურებები. (ავტორი გენია.ჯი) პრეზიდენტისადმი გაგზავნილ წერილში ასევე ხაზგასმული გახლდათ ის ფაქტიც,რომ,როდესაც საფრანგეთის “მეფე-მზედ” წოდებულ მონარქს – ლუი XIV დე ბურბონს სამოცდაათი წელი შეუსრულდა,მან თავისი იუბილის აღსანიშნავად,ერთობ კეთილშობილური ნაბიჯი გადადგა და გენიალური ფრანგი დრამატურგი და კომედიოგრაფი – მოლიერი,ყოველგვარი გადასახადებისაგან გაანთავისუფლა.აღნიშნული მაგალითიდან გამომდინარე,ფრანგი ლიტაროტორი და ხელოვანი საფრანგეთის პრეზიდენტს მოუწოდებდა,მისთვისაც ისეთივე პრივილეგია მიენიჭებინა,როგორიც თავის დროზე მიანიჭა ლუიმ მოლიერს.მალევე,საშამ კოტისაგან საპასუხო წერილი მიიღო,რომელშიც მისი მოღვაწეობისადმი თაყვანისცემა იყო დაფიქირებული,თუმცა-კი წერილის ბოლოში გიტრის თხოვნის დაკმაყოფილებაზე უარი შემდეგი სიტყვებით გახლდათ ნათქვამი: “მოლიერი რომ დიადი ადამიანი იყო – ამაში ეჭვი ნამდვილად არ მეპარება; თქვენ უტოლდებით თუ არა მოლიერს – ამის განსჯას მე ვერ გავბედავ; თუმცა-კი,რაც დანამდვილებით ვიცი,გახლავთ ის,რომ მე – “მეფე-მზე” – არა ვარ”. (ავტორი გენია.ჯი)
რენე ჟიულ გუსტავ კოტი