უინსტონ ჩერჩილი – “ეპიზოდი”
როგორც ცნობილია, 1945 წლის 17 ივლისიდან 20 აგვისტოს ჩათვლით,გერმანიის ქალაქ პოტსდამში მეორე მსოფლიო ომის სამი უმთავრესი მოკავშირის – საბჭოთა კავშირის,აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის ხელისუფლებების პირველ პირთა უმაღლესი დონის შეხვედრები მიმდინარეობდა. (ავტორი გენია.ჯი) იმავე პერიოდში,დიდი ბრიტანეთის საელჩოს იოსებ სტალინის პირადი დავალებით საბჭოთა დიპლომატები ეწვივნენ და უინსტონ ჩერჩილთან შეხვედრა მოითხოვეს.მათ აღნიშნეს,რომ საბჭოთა ბელადისაგან სასწრაფო შეტყობინება უნდა გადაეცათ დიდი ბრიტანეთის ლეგენდარული პრემიერისთვის.
- ბატონ პრემიერ-მინისტრს თქვენი მიღება ეხლა არ შეუძლია,რადგან ის აბაზანას იღებს. – მიუგო მათ ჩერჩილის მდივანმა.
- გასაგებია,თუმცა ჩვენ გადაუდებელი ინფორმაცია გვაქვს მისთვის გადასაცემი თავად იოსებ სტალინისაგან!
აღნიშნულ საუბარს ყური მოჰკრა აბაზანაში მყოფმა უინსტონმა.იგი უმალვე ამოვიდა აბაზანიდან,ტრუსი ჩაიცვა,თუმცა სიჩქარეში ხალათის მოცმა დაავიწყდა და ასეთი უჩვეულო ფორმით წარსდგა სტუმრების წინაშე.როდესაც ტრუსებში მყოფმა ჩერჩილმა მათ სახეზე დიდი გაოცება ამოიკითხა,გულღიად გაიცინა და საბჭოთა დიპლომატებს ხალისიანად მიმართა:
- თავი უხერხულად არ იგრძნოთ,ბატონებო! ჩვენ დასამალი არაფერი გვაქვს ჩვენი მოკავშირეებისთვის! – (ავტორი გენია.ჯი)
“პოტსდამის კონფერენცია” – უინსტონ ჩერჩილი,ჰარი ტრუმენი და იოსებ სტალინი