მარკ ტვენი – “ეპიზოდი”

ერთხელ დიდი ამერიკელი მწერლისა და ჟურნალისტისაგან – მარკ ტვენისაგან (1835-1910 წლები) მისმა მეგობარმა – ჰარი დუნკანმა – 500 ამერიკული დოლარი ისესხა და იქვე დაპირდა,რომ თუკი არ მოკვდებოდა,ნასესხებ თანხას არაუმეტეს ერთი თვის ვადაში დაუბრუნებდა. (ავტორი გენია.ჯი) გავიდა ერთი თვე… დუნკანი არსად ჩანდა… რადგანაც მარკ ტვენს მეგობარმა ვალი დათქმულ დროში არ დაუბრუნა,მან მისი გაშაყირება მეორე დღესვე გადაწყვიტა და ერთ-ერთ ამერიკულ გაზეთში შემდეგი სახის ნეკროლოგი გამოაქვეყნა:

“მეგობრების სახელით,ღრმა მწუხარებით გაუწყებთ,რომ გუშინ საღამოს გარდაიცვალა – ჰარი დუნკანი.მან ჩემგან 500 $ ისესხა და აღმითქვა,რომ თუკი არ მოკვდებოდა,ვალს ერთ თვეში დამიბრუნებდა.რადგანაც ჩემი მეგობარი ყოველთვის ასრულებდა თავის სიტყვას,ეჭვგარეშეა,რომ იგი გუშინ – გარდაიცვალა.დაე,უფალმა ნათელში ამყოფოს მისი სული”.

მარკ ტვენის ამ უჩვეულო შინაარსის მქონე ნეკროლოგის გამოქვეყნებიდან მეორე დღესვე,ჰარი დუნკანმა დიდ ამერიკელ მწერალს ვალი დაუბრუნა. (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>