ფრაზეოლოგია „8 მარტის” შესახებ…
1. „ – როგორ გაატარე 8 მარტი?
- ზღაპრულად! შევხვდი მშვენიერ პრინცს,რომელმაც მთელი დღე ხელის გულით მატარა,ამავსო საჩუქრებით და მიძღვნა უამრავი კომპლიმენტი.
- ძალიან რომანტიკულია,თუმცა რა მოხდა შემდეგ?
- რა,რა მოხდა და შუაღამისას ის ისევ ძველ ურჩხულად გადაიქცა”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
2. „ 8 მარტი პრაქტიკულად,გახლავთ ის ერთადერთი დღე,როდესაც მანდილოსნები ეთანხმებიან ყოველივე იმას,რასაც მათ შესახებ ამბობენ”.
* * *
3. „ 8 მარტს ყოველმა მამაკაცმა გულღიად უნდა აღიაროს: “დღეს ჩემი დღე არ არის!”
* * *
4. „ – რა დგება ქალთა საერთაშორისო დღის შემდეგ?
- ქალთა საერთაშორისო ღამე!”
* * *
5. „ქალს რომ მილიონი წითელი ვარდი აჩუქოთ,გეტყვით,რომ მისთვის საკმარისი ერთადერთი თეთრი ვარდი იყო”.
* * *
6. „ – ძვირფასო,რას ისურვებდი საჩუქრად რომ მომერთმია 8 მარტს?
- არაფერს,გარდა ძლიერი ნერვებისა”.
* * *
7. „ 8 მარტი გახლავთ ის ერთადერთი დღე,როდესაც ყველაზე ძუნწი მამაკაციც კი იძულებული ხდება ჯიბეზე გაიკრას ხელი!”
* * *
8. „თუკი 8 მარტს გაჩუქეს ის,რაზეც არასოდეს გიოცნებიათ,ესე იგი,შემდგომ ჯერზე გაცილებით ხმამაღლა უნდა იოცნებოთ”.
* * *
9. „ 8 მარტი – ყვავილებისა და ღიმილის დღესასწაულია.მანდილოსნებო,გვაჩუქეთ ღიმილი და ყვავილებზე,ჩვენ, – მამაკაცები ვიზრუნებთ!”
* * *
10. „ყოველი ქალი დედოფლად გრძნობს თავს,თუკი გვერდით მეფე ჰყავს და არა – პაიკი”.
P.S. Genia.Ge თითოეულ მანდილოსანს გილოცავთ ქალთა საერთაშორისო დღეს – „8 მარტს!” – თქვენი მშვენიერება რომ არა,თქვენი ერთგულება რომ არა,თქვენი იმედი რომ არა,თქვენი სიყვარული რომ არა,თქვენი დედობრივი ალერსი რომ არა,თქვენი სათნოება რომ არა,თქვენი ჰუმანიზმი რომ არა, და საერთოდ,თქვენ რომ არა – ამ ცოდვით დამძიმებულ სამყაროს მზეც კი ვერ გაათბობდა!