ანრი მატისი – “ეპიზოდი”

1934 წელს ამერიკელმა გამომცემელმა – ჯორჯ მეისმა გადაწყვიტა ერთ-ერთი უდიდესი ირლანდიელი მწერლის – ჯეიმზ ჯოისის მიერ დაწერილი რომანი – “ულისე” გამოეცა.წიგნისათვის საჭირო ილუსტრაციების დახატვა მან გენიალურ ფრანგ მხატვარსა და სკულპტორს - ანრი მატისს (1869-1954 წლები) შეუკვეთა. (ავტორი გენია.ჯი) მატისმა მეისის შეკვეთა შეასრულა,თუმცა,როგორც გაირკვა მხატვარმა ილუსტრაციების საფუძვლად ჰომეროსის ნაწარმოები – “ოდისეა” გამოიყენა,რამაც თავის მხრივ,შემკვეთის გულისწყრომა გამოიწვია.ამერიკელი ნოველისტისა და პოეტის – რიჩარდ ელმენის გადმოცემის თანახმად,მატისმა აღიარა,რომ ის ნაწარმოები (ულისე),რომლის ილუსტრაციებიც უნდა შეექმნა – თავად წაკითხული არ ჰქონდა: “როცა მატისს ჰკითხეს,რატომ არ შეესაბამება შენი ილუსტრაციები “ულისეს” ტექსტსო,მატისმა აღიარა: “არ წამიკითხავსო”.

საბოლოო ჯამში დიდმა ფრანგმა მხატვრმა “ულისეს” ილუსტრაციები მაინც შექმნა.როგორც ანრი მატისის ბიოგრაფიის ერთ-ერთი საუკეთესო მცოდნე – არაგონი ირწმუნებოდა,აღნიშნული სამუშაოს შესრულების პროცესში მხატვარს კონსულტაციებს უწევდა შესანიშნავი ჯოისოლოგი ქალბატონი – სიმონა ბიუსი.შესაბამისად,ანრი მატისს ისე მოუწია “ულისეს” ილუსტრაციების დახატვა,რომ იგი ერთხელაც კი არ ჰქონდა წაკითხული. (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>