ტარიელ ჭანტურია – “სიტყვა-მოგზაური”

“ვინ ჯეიმზ კუკი,ვინ მიკლუხო მაკლაი! – სიტყვაზე დიდი მოგზაური არ არსებობს.იგი ყველგანაა ნამყოფი.ყველა კონტინენტი მოვლილი აქვს.მთვარეზეცაა ასული (თუ ჩასული…).კოსმოსშიც ბევრი უტრიალია,მეძავის კალთაში ღამეები უთევია,ჰომოსექსუალისტთან ანგარიშები აქვს ნასწორები,ხელმწიფის სასახლიდან პირდაპირ ღარიბის ქოხში მოხვედრილა,მოღალატესთანაც და ქვეყნის ერთგულთანაც ერთნაირად კარგი ურთიერთობა ჰქონია,გმირსა და ნაძირალას ერთნაირი გულგრილობით მომსახურებია,აწვიმდა – წარბი არ შეტოკებია,პაპანაქებაში ერთიც არ დაუკვნესია. (ავტორი გენია.ჯი) მისთვის ერთია დღე და ღამე,ღიმილი და ცრემლი,ყველასი ერთნაირადაა და არავისიც არ არის – ვერავინ დაიჩემებს მასზე უფლებას… ყველა პატრიარქზე ხნიერია – მათუსალაზეც,ნოეზეც ხნიერი… ადამის ხნისაა და ევას ხნის… ყველაზე მწარეა და ყველაზე ტკბილი.კაცის მოკვლაც შეუძლია და მომაკვდავის ფეხზე წამოყენებაც.სად არაა ნათრევი – კატორღელიცაა და მსაჯულიც.ათასი ომი აქვს გადატანილი,ათასი შიმშილი,ათასი წყურვილი… ყველაზე გამარჯვებულიც იგია და ყველაზე დამარცხებულიც.უამრავი შვილი ჰყავს,უთვალავი შვილიშვილი და შვილთაშვილი… დასაწყისი აქვს,მაგრამ არა აქვს დასასრული… ერთდროულად შეუძლია იყოს ყველგან – აქაც – მიწაზეც, და იქაც – მთვარეზეც… იგია სასწაული, და ყველაზე მარტივი არსებაც იგია! – სიტყვა-მოგზაური! ასიათასობით მსახური ჰყავს, და ყველაზე ბედნიერია იგი,ვინც ყველაზე ერთგული მსახურია მისი… ყველაზე მძიმეც იგია და ყველაზე მსუბუქიც… ყველაზე მშვენიერიც ისაა და ყველაზე მახინჯიც… ერთიც იგია და ათასიც… ღმერთიც იგია და ღვთისმოშიშიც… სულ გზაშია, და საგზალი არ სჭირდება – არც წყალი უნდა შენი,არც პური… პურიც თვითონაა და წყალიც,გზაცა და მოგზაურიც…

სიტყვა – უკვდავება.

სიტყვა – მოგზაური.

სიტყვები.სიტყვები.სიტყვები”. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>